რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკოს დებიუტი 2019 წელს, "რუბინის" შემადგენლობაში შედგა, რა დროშიც 28 შეხვედრა გამართა და თავი 2 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "თათრული" გუნდიდან ქართველმა ნახევარმცველმა ერთი სეზონი "როტორის" შემადგენლობაში ჩაატარა (20 შეხვედრა, 0 გოლი).
16 ივლისს ზურიკოსა და "რუბინს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
დავითაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს გამართული.
მომზადებულია sport-express-ის მიხედვით