კვარაცხელიამ უპირატესობა გაზარდა - ვინ გახდება გამარჯვებული?!

AutoSharing Option
Golden boy-2021-ის გამოსავლენად tuttosport-ის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უახლოეს  კონკურენტთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამრიგად, პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია ხმათა 44.8%-ით იკავებს (23656/ 52748)

მეორე ადგილზე "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დესტანოღლუ გახლავთ. თურქს საერთო ხმათა 25.9% აქვს (13678 / 52748).

ფავორიტებს ძალიან ჩამოშორდა ესპანელი პედრი, "ბარსელონას" ფეხბურთელს ხმათა 14.1% აქვს (7415/ 52748).

გულშემატკივრის არჩევნის შემდეგ, რომელიც რამდენიმე ეტაპის გავლას გულისხმობს, საქმეში წამყვანი სპორტული ჟურნალისტები ჩაერთვებიან.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ფაჩულიას ლამის მოვაგებინეთ და ამას ვერ გავქაჩავთ?კარგად გაავრცელეთ ეს ლინკები
სტეფანე
21 ივლისი 2021 11:12
5
თუ არ წაადგება და ხელს მაინც არ შეუშლის
მეგრელი
22 ივლისი 2021 11:52
4
მე კი მგონია რომ სასაცილოდ ვხდით ბიჭს და ჩვენ თავსაც.
მეგრელი-ს
22 ივლისი 2021 13:17
9
ყველა გამოხმაურება
პედრის გამოკითხვა არ ჭირდება, 80 მილიონი ღირს
ასა
22 ივლისი 2021 12:11
0
კი მაგრამ პედრი ბარსაში და ესპანეთში თამაშობს მისი შემჩნევა ადვილია ხვიჩა რუბინში და საქართველოს ნაკრებში ესპანელების წინააღმდეგ კი პედრიზე უკეთესად ითამაშა თუ ნახე
პაატა
22 ივლისი 2021 14:02
3
ნუ ეხლა ოედრიმ ევროოა ითამაშა და ჟურნალისტები ალბათ მას აირჩევენ
გიორგი
21 ივლისი 2021 12:06
2
მარტო ითამაშა და ევროპის სიმბოლურში არ შევიდა?:)):))ის ნბა-ს ოლ სტარს ხომ შევაცვლევინეთ ქართველებმა ხმის მიცემის წესი ფაჩულია რომ კინაღამ გავიყვანეთ:))ჩვენც შეგვძლებია რაღაცეები თუ გავერთიანდებით:))
gurulo
22 ივლისი 2021 14:38
1
აქამდე ყოველდღე ვაძლევდი ხმას,მაგრამ ახლა ცოტას გავჩერდები.მგონი ნამეტანი მოგვდის.ან ცოტა პედრისაც ხომ არ წავაშველოთ ხელი?მეორე ადგილამდე მაინც ავქაჩოთ?
სოსო
22 ივლისი 2021 15:53
15
ობიექტურად ხვიჩას პირველი ადგილისთვის შესაფერისი ჯერ არ უჩვენებია, მაგრამ თუ გაიმარჯვებს ავტობიოგრაფიას გაიუმჯობესებს. დაე მიიღოს პირველი ადგილი. რა იცი რაში დასჭირდება:)
გ. ბ.
22 ივლისი 2021 17:54
9
ვატყობ ამ გამოკითხვასაც ნბა-ს მსგავსად გააუქმებენ
ზვიადი
26 ივლისი 2021 12:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული