"უცებ დემეტრაძემ ხელში დანა აიღო..." - უკრაინელმა ფეხბურთელმა ქართველთან კონფლიქტი გაიხსენა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარისა" და "მეტალურგის" ყოფილმა მცველმა ვლადიმირ იაკსმანიცკიმ გიორგი დემეტრაძესთან მომხდარი კონფლიქტი Fan Day-სთან ინტერვიუში გაიხსენა.

"დემეტრაძესთან კონფლიქტი? სასაუზმო დარბაზში მომხდარი ბანალური გაუგებრობა იყო. მატჩისწინა საუზმეზე მაგიდას მივუსხედით. მაშინ გუნდში ორი ქართველი თამაშობდა: გიორგი დემეტრაძე და გოჩა ჯამარაული.

გიორგის მოსვლამდე მარტო გოჩა იყო - ოქრო კაცი, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. მაგრამ როგორც აფრიკელების შემთხვევაში ხდება: ერთი კარგია, ორი კი - უკვე ჯგუფი.

ჰოდა, საუზმეზე დემეტრაძემ დაიწყო, კვერცხი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოსო და სხვა პრეტენზიები. შიშენკომ გაიკვირვა და ჰკითხა, რა
არ მოგწონსო. დემეტრაძემაც უპასუხა.

მე საუბარში სერგეის სასარგებლოდ ჩავები. "მოკეტე" - მითხრა დემეტრაძემ და არ ვიცი, გიორგის რისი ჩვენება უნდოდა, მაგრამ უცებ დანას დაავლო ხელი. ალბათ, უნდა დაენახებინა, მაგარი ბიჭი იყო და ჩემი შეშინება სცადა. ვეუბნები: "დამშვიდდი, თუ საჭიროა ქუჩაში გავიდეთ და დავილაპარაკოთ".

გავედით, დავილაპარაკეთ. ჟორამ (გიორგიმ) ბოდიში მოიხადა. ინციდენტიც ამოიწურა. მას შემდეგ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. უთანხმოებები ყველა კოლექტივში ხდება, ჩხუბიც. ერთმანეთის მიმართ სიძულვილი გულში არ ჩაგვიდია", - თქვა იაკსმანიცკიმ.

მომზადებულია football24.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მაზავშჩიკიც იყო.



z.kaloria
22 ივლისი 2021 16:49
2
კონკრეტულად დემეტრაძეზე არ ვიცი მაგრამ 90-იანებში 35-ე სკოლა ძველი ბიჭებით და ძალად ძველი ბიჭებით იყო სავსე და იმიტომაც არის ფეხბურთი გაფარჩაკებული საქართველოში. ასე რომ შეიძლება სიმართლეც იყოს იაკსმანიცკის ნაამბობი.
გოგა
22 ივლისი 2021 16:17
2
რატომ გჯერათ, რაც იაკსმანიცკიმ თქვა, მართალი რომაა?
ფეხბურთის ქომაგი
22 ივლისი 2021 14:26
10
მსგავსი მენტალიტეტის გამო რჩებიან მარადმწვანე ტალანტებად. ძველი ბიჭობა ვისაც უნდა, "ნიფხვით" სირბილს შეეშვას და შეუძლია უბნის ბირჟაზე გავიდეს.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა.
22 ივლისი 2021 13:45
1
ბაცნური საქციელია , ვის აშინებ ან რატომ , ვერხის აღება უნდოდა .
lm
22 ივლისი 2021 08:09
2
დემეს დაჩაგრულის არაფერი ეტყობოდა, გუგუნით გახდა იმ წელს ბომბარდირი, შაშენკო და იასამანცკი კიდე არავინ არ იცის ვინ არიან
დემესფანი
22 ივლისი 2021 02:16
6
ცაავას რამაგრა გავს, ჯოტიას
გაზაევი
21 ივლისი 2021 18:28
3
არაა გაზაევს უფო გავს ! ულვაშები რო მიიწებოს ზედგამოჭრილი ვალერი გიორგევიჩია PP
ზურა222
22 ივლისი 2021 12:58
0
არ ვიცი ეს მართალია თუ არა და დემეტრაძეც ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ კაცი რომ საჩხუბრად ხელში დანას აიღებს - არაკაცია
ზურა
21 ივლისი 2021 16:20
6

სიახლეები პოპულარული