ცხადაძე: კვასხვაძემ გუნდი დატოვა - "ნეფთჩისთან" წაგების გამოყენება შეიძლება

AutoSharing Option
ჰაიფის "მაკაბისთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"სამწუხაროა, როდესაც "ნეფთჩისთან" გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის არაფრის დაბრალება არ მინდა, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომების გამო დავმარცხდით. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მათ რამდენიმე მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ და ეს არ გვაპატიეს.

"მაკაბისაც" ასეთივე მოთამაშეები ჰყავს და შეცდომები ხვალაც არ გვეპატიება. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა მარცხი მძიმედ განიცადეს, მაგრამ ეს შეხვედრები არის შანსი იმისთვის, რათა
როგორც მოთამაშეებმა, ასევე გულშემატკივრებმა მარცხი დაივიწყონ. მოტივაციის თვალსაზრისით, "ნეფთჩისთან" წაგების გამოყენება შეიძლება. "დინამო" მარცხს არც ერთ შეხვედრაში არ იმსახურებდა!

საბედნიეროდ, ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კვასხვაძეს სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, დაფიქსირდა რაღაცები, რის გამოც უმჯობესი იქნებოდა, ჩვენ აღარ გვეთანამშრომლა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კვასხვაძემ გუნდი დატოვა. მას წარმატებებს ვუსურვებ. გუნდში არის ომარ მიგინეიშვილი და ახალგაზრდა მეკარეებიც. შესაბამისად გადავწყვეტთ, კარი ვინ უნდა დაიცვას.

მეტოქე სერიოზულია, დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი, კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. საინტერესოა, ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ზემოთ და აგრესიულად ვეთამაშოთ და ინიციატივა არ დავუთმოთ. თუ ინდივიდუალურ შეცდომებსაც აღმოვფხვრით, კარგი თამაში უნდა გამოდგეს.

რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, "დინამოს" ჰქონდა პრობლემები და ჩვენ მოვედით, რათა დავეხმაროთ. პრობლემები კომპლექსურია. არ შეიძლება, გუნდში მხოლოდ რამდენიმეთვიანი, თუნდაც მხოლოდ ერთწლიანი გეგმა იყოს. ახლა მაქსიმალურად ვართ მოახლოებულ შეხვედრაზე გადართული და ეს თემა ნაკლებად აქტუალურია. რა თქმა უნდა, ყველა წარუმატებლობა, პირველ რიგში, მწვრთნელის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
Romeli arxi achvenebs???
Alex
22 ივლისი 2021 17:18
0
დღეს ბათუმი არ თამაშობს?
xuta
22 ივლისი 2021 10:44
0
კვასხვაძე ერთი და ფიფიები მრავავალი
დათო
22 ივლისი 2021 10:32
0
რატომ გიკვირთ მეკარის გაშვება ასეთი შეცდომების მერე.
კარიუსი რისთვის გაუშვეს ლივერპულიდან. არც დინამოა ლივერპული და არც კვასხვაძე კარიუსი, მაგრამ ასე უთავმოყვარეოდ თამაში იშვიათად მინახია
giggs
22 ივლისი 2021 10:20
0
ფიფია წადიიიიიი
rezi
22 ივლისი 2021 09:18
0
კვასხვაძის გაშვებას სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. დიახ ნამდვილად დაუშვა უხეში შეცდომა და ამ შეცდომამა შესაძლოა მართლაც გადაწყვიტა თამაშის ბედი.

მაგრამ თუ თვლი რომ მეკარე ზეწოლის ქვეშ იყოო და თან თვლი რომ უკეთ თამაში შეუძლია, გუნდიდან გაშვების სანაცვლოდ გვერდში დგომა ხომ არ იქნებოდა უკეთესი. მაგრამ ცხადაძე, ... ხარ და მაგიტომ.
გიორგი
22 ივლისი 2021 00:34
20
გვერდში დგომა გამიგია ერთხელ ორჯერ. სულ გვერდში დგომა უკვე ხელით თრევაა
სიმართლე
22 ივლისი 2021 10:01
1
მეგობრებო ერთი რაღაც რატომ არ გესმით რომ სანამ ფიფიაა დინამოს მფლობელი წარმატებაზე საუბარი ზედმეტია რამდენი წელია უკვე ერთიდაიგივე წრეზე დავდივართ, ვინმე დარჩა კიდევ ვისთანაც თავი არ შეირცხვინა დინამომ, როდემდე?!
S.O.S.
21 ივლისი 2021 22:09
2
ბატეს მწვრთნელი ცხოვრობს ჩემს გვერდით ნომერში ქობულეთში, აქ დაბანაკდნენ ჭყონის სასტუმროში. მე რასაც შევძლებ თამაშის წინ მთელი ღამე მუსიკას არ დავუწევ რო არ დავაძინო და რაღაც ბათუმის დინამოელებმაც ქენით :))
Gi
21 ივლისი 2021 18:49
10
ბათუმის დინამო არა წყალტუბოს სამგურალი უნდა დაგეწერა
მე
21 ივლისი 2021 23:10
11
ჰაჰაჰა გამაცინე კარგად :)))
ვახო
21 ივლისი 2021 23:09
0
მხოლოდ კვასხვაძე რომ არ არის დინამოს პრობლემა, ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება სამწუხაროდ
აფსუს დინამო
21 ივლისი 2021 18:49
5
გუნდში პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ მე მგონია თამაშის წინ ასეთი კომენტარი, კარგი ტონი არარის.
გიზოგ
22 ივლისი 2021 13:36
0
ცხადაძე მართალს ამბობს.არ შეიძლება დინამოს ყოველი პროექტი,6 თვეს გრძელდებოდეს.რამდენიმე გამოცდილი და საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფეხბურთელის გვერდით,ახალგაზრდა ბიჭებს,სტაბილური სათამაშო დრო უნდა ჰქონდეთ და რამდენიმე წლიანი კონტრაქტი,რომ სტაბილურად განვითარდნენ და მხოლოდ შემდეგ მოძებნონ უფრო ძლიერი ლიგა.ალბათ დინამო 2 და დინამო 3-ც უნდა თამაშობდნენ ლიგებში და დინამო 1-ს მიღმა დარჩენილ ნიჭიერ ბიჭებს,იქ ჰქონდეთ სტაბილური განვითარების საშუალება.უნიჭიერესები,სხვა კლუბებსაც მიჰყავთ,მაგრამ მაგ ასაკში ფეხბურთელი შესაძლოა ცოტა გვიანაც გაიხსნას და მათ ამისათვის შანსი უნდა ჰქონდეთ.
სოსო
21 ივლისი 2021 18:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული