ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების "სლოვანი" შვეიცარიის ჩემპიონთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ბრატისლავაში "იანგ ბოიზს" უგოლოდ გაეყარა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა მასზე დასწრების უფლება მხოლოდ 1 000 მაყურებელს დართეს. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად და შეცდომების გარეშე ითამაშა, "სლოვანმა" კი გასულ რაუნდში "შემროკ როვერსთან" დაშვებული შეცდომები არ გაიმეორა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

"სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქესთან შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს, განსაკუთრებით, დაცვაში და 0:0 ლოგიკური შედეგია.

აღსანიშნავია, რომ
მასპინძელთა გუნდში საუკეთესო კაშია იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბერნში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ