"სლოვანის" ფანები კანკავას დიდებულმა თამაშმა აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა"  შვეიცარიულ "იანგ ბოისთან" საკუთარ მოედანზე უგოლო ფრე ითამაშა. ქართველმა ლეგიონერებმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

სლოვაკური კლუბის ოფიციალურ გვერდზე მატჩის შემდეგ არაერთი კომენტარი დაიწერა. რამდენიმე მათგანი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო უნდა იყოს:

"სლოვანი" შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა და მეტოქეზე უკეთესიც იყო. ბოლო წლებში საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ!"

"ძლიერი თავდამსხმელი გვაკლია, რომელიც თავის მთავარ დანიშნულებას შეასრულებს."

"ჯაბა კანკავამ წარმოუდგენლად კარგად ითამაშა, მის გარეშე იქნებ წაგვეგო კიდეც. დაცვა შესანიშნავად
გამოიყურებოდა!"

"მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვლადიმირ ვაისი ეპიზოდურად ეგოისტურად თამაშობდა, მაგრამ ის კარგად ფლობდა ბურთს და გადაცემებსაც აკეთებდა."

"თუკი პირველ ტაიმში იძულებით შეცვლას არ ჩავთვლით, მთავარმა მწვრთნელმა ვაისმა პირველი ფეხბურთელი 75-ე წუთზე შემოიყვანა. არადა, ზოგიერთი მოთამაშე უკვე ვეღარც დარბოდა. გუნდში ისეთებიც არიან, რომლებიც მეტ შანსს იმსახურებენ."


altქართველების "სლოვანი" შვეიცარიის ჩემპიონთან ფრეს დასჯერდა



მკითხველის კომენტარები / 8 /
კვასხვაძეს თუ ჩააყენებდნენ კარში,კანკავა და კაშია კი არა,რამოსი და რონალდოც ვერ უშველიდა დინამოს.
Status quo
22 ივლისი 2021 16:10
3
კაცი 2020ში სლოვაკეთის საუკეთესო მწვრთნელი გახდა-მაკედონიასთან ჩასვრის მერე..ეტყობა სხვები მოქალაქე ბონდო დოლა ერიძეები ჰყავთ...კარგია საკვალიფიკაციო-წააგე წადი სახლში
Levani
22 ივლისი 2021 14:29
2
ხოო ჩენ კიგვაქ საქმე სლოვაკების დასაცინათ, სულ ფეოლები და ტელე სანტანები გვიდგას რიგში.დდდ
tas
23 ივლისი 2021 12:52
0
ხო ბონდო დოლაბერიძემ გაიყვანა სლოვაკეთი ევრო 220-ზე.დდ
jjj
22 ივლისი 2021 15:23
1
დავიჯერო ამდენს უხდიან სლოვანში კანკავას და კაშიას,რომ ამ საშუალოზე დაბალი დონის ჩემპონატის გუნდს ეხმარებიან საკვალიფიკაციოზე?,გადაეხადა დინამოს შეფებს მათვის ის ხელაფასი და დინამო ნეფჩის ბარიერს უპრობლემოდ გაივლიდა! კომფერესს ლიგის ჯგუფშიც მოხვდებოდა მინიმუმ !
kaxa
22 ივლისი 2021 13:46
3
იქაც არ აკეთებს შეცვლებს! 75 წუთს კიდევ არა უშავს
ვანჩოპე
22 ივლისი 2021 13:11
0
აქაც დაგვიანებული ცვლილებებიი?)))
შოთა
22 ივლისი 2021 12:40
0
ჰეჰ, ვაისს არ დაუკარგავს დროული შეცვლებისადმი სიყვარული )))
nk
22 ივლისი 2021 12:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული