მამარდაშვილმა "ვალენსიაში" უკვე შეუცვლელად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიაში" მეორე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თუ "ატრომოტოსთან" შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, "კარტახენასთან" შეუცვლელად ითამაშა.

სპარინგი "ღამურების" გამარჯვებით დასრულდა (3:2), მამარდაშვილმა კი ურიგოდ როდი იასპარეზა და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი მეკარეები იასპერ სილესენი და ხაიმე დომენეკი ტრავმირებულები არიან, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კი როგორც ჩანს, კრისტიან რივეროზე წინ ქართველი გოლკიპერი დააყენა და თავის გამოჩენის შანსი მისცა.

"ვალენსია" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს: 28 ივლისს "სარაგოსასთან", 30 ივლისს "ლევანტესთან" და 7 აგვისტოს "ბრენტფორდთან",
ხოლო 13 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ორი გოლი რომ გაატარა ეს არაფერი
iko
25 ივლისი 2021 03:16
54
რატომ შემოდიხარღვსაერთოდ ამ საიტზე,გოლებს მებაღეები უშვებენ როგორც წესი,ასე მოსდიოდა ბუფონსაც,კასილასსაც ,კანსაც და ყველას
ბაჩი
25 ივლისი 2021 15:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული