დავითაშვილი "არსენალში" გამორჩეული იყო და "რუბინისთვის" ემზადება

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულის "არსენალი", სადაც ახლახან ზურიკო დავითაშვილი გადავიდა, მოსკოვში, "ლოკომოტივთან" (1:3) დამარცხდა . საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 76 წუთი ითამაშა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

Radafuteboll-ის მიხედვით, ზურიკოს საკუთარი გუნდის რიგებში გოლის ავტორი ტკაჩევის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება - 7.0 აქვს. დავითაშვილი აქტიური იყო და თამაშის გამწვავებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, სტუმრები იგებდნენ, მაგრამ 80-დან 88-ე წუთამდე "ლოკომოტივმა" სამი გოლის გატანა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ დუბლისა და საგოლე პასი ავტორმა რიფატ ჟელმატედინოვმა ყველაზე მაღალი შეფასება - 9.0 დაიმსახურა.

ტულის "არსენალი" მეორე
ტურში, 30 ივლისს, დავითაშვილის ყოფილ კლუბ,  ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინს" უმასპინძლებს.

alt"რუბინის" გენდირექტორმა სლუცკის სტრესულ მდგომარეობაზე, ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ სხვა ფეხბურთს უყურებდით? ფეხბურთს როგორ ითამაშებს დავითაშვილი რას თამაშიბდა თვითონ არ იცის? გოლი საერთოდ თუ იცის რა არის?ანახეთ ტელევიზორში ან ჩამოვიდეს და დაგვეხმაროს ქოვულეთის შუქურაში..
გულშემატკივარი
15:22 25-07-2021
14
ის ვინც რუსეთში თამაშობს ყველანი ყველადროის საუკეთესონი არიან! ტაციაობაა მათზე! სკამზე ზიან, განაცხადში არიან თუ დასეირნობენ მინდორზე, დედა ენაცვალათ, "Briliant, Platinium და Golden ბიჭები გვგონია რომ არიან
vaxo
17:04 25-07-2021
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული