დრამა ბერნში - 0:3, 2:3 და კანკავამ ბურთი ხარიხას გაარტყა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" სტუმრად 2:3 დამარცხდა "იანგ ბოიზთან" და გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობს.

ბრატისლავაში ამ გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა, ბერნში კი, "ვანკდორფზე", სადაც შეხვედრას 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა.

ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს. უკვე მე-10 წუთზე მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. 21-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელ რაფაელ რატაოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მისი შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია. 24-ე წუთზე "იანგ ბოიზმა" "სლოვანს" მეორე გოლი გაუტანა. 48-ე წუთზე კაშიამ კონგოელი თავდამსხმელი
ელია საჯარიმოს წინ წააქცია და სტანდარტი აიბიშერმა გამოიყენა - 3:0. სლოვაკური გუნდი არ დანებდა, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 86-ე წუთზე კი კანკავას შეეძლო თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა.

"სლოვანის" საიტი აღნიშნავს, რომ მათმა გუნდმა გმირულად იბრძოლა და ევროტურნირებზე ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს - მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის "ლინკოლნ რედ იმპს"-ს დაუპირისპირდება (კლუჟთან დამარცხდა) და გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ეს მატჩები 5 და 12 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორად უწერიათ, ქართველების გუნდიო, ეგრე ითქმის და ბურთი ხარიხას გაარტყაც სწორეა. არ გეზარებათ სხვისთვის ჭკუის სწავლება?
ავთო
15:39 29-07-2021
0
"გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" - ამათი საკუთარი გუნდია? ნაყიდი აქვთ?
"მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა"- ხარიხა სხვა რამეს ნიშნავს, სპორტული ინვენტარია და არა კარის ძელი
39
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული