ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკიმ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" ტულაში "არსენალს" 3:0 სძლია და გალიდერდა, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა. მაშინ გუნდი ჩემპიონი იყო და საბოლოოდ იმ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა.

კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, გოლი გაიტანა, ხშირად ეუხეშებოდნენ და 69-ე წუთზე შეცვალეს.

"ჩემპიონატმა" ქართველს გარჯა მოუწონა: "მე-40 წუთზე ხვიჩამ კლასი აჩვენა - საჯარიმოს ხაზიდან შორეულ ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა. უცნობია, წავა თუ არა სუპერტალანტი გარემარბი ევროპაში, მაგრამ ჯერ მოედანზე თავის წარმოჩენას განაგრძობს".

ნამატჩევს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფეხბურთელების შეცვლების შესახებ
კომენტარი გააკეთა: "იევტიჩის გარდა ყველა ცვლილება იმასთან გახლდათ დაკავშირებული, რომ ფეხბურთელებმა ამის შესახებ მთხოვეს, იყო მცირე კუნთოვანი დაზიანებები. ყველა ეს ცვლილება გარკვეულმა დისკომფორტმა გამოიწვია - ამას ასე ვუწოდოთ".

ასევე დაგაინტერესებთ