ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გია გრიგალავა სავარაუდოდ, კარიერას რუსეთის მე-2 ლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
Match Tv-ს ინფორმაციით, 31 წლის ქართველი მცველი გია გრიგალავა კარიერას სავარაუდოდ, მოსკოვის "ტორპედოში" განაგრძობს.

გავრცელებული ცნობით, დედაქალაქური გუნდი მომდევნო კვირაში 2 ცენტრალურ მცველს დაიმატებს, 4 ვარიანტიდან კი ერთ-ერთი გრიგალავა გახლავთ, რომელიც ფორმის შენარჩნების მიზნით სწორედ "ტორპედოში" ვარჯიშობს.

მოგეხსენებათ, ჩვენებური, "არსენალიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ.

რაც შეეხება "ტორპედოს", კლუბი რუსეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და საწყისი 4 ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ