"აგენტების გამო ვერ მოილაპარაკეს ხვიჩაზე" - ამბობს "ლოკომოტივის" ყოფილი წარმომადგენელი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა დმიტრი ბულიკინმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში".

"იქ აგენტების თამაში იყო. ამის გამო ვერ მოილაპარაკეს. გასაგებია, ფეხბურთელი პერსპექტიულია, მისი გუნდში ყოფნა სურდათ, მაგრამ გარემოცვას ვერ მოელაპარაკნენ. აი, ამიტომ არ დარჩა "ლოკომოტივში".

მიზეზი ბანალურია - ყველაფერი ფულის გამო მოხდა. იყო თუ არა იქ "ლოკოს" შეცდომა? ასე ვერ ვიტყოდი. უფრო გავლენა აგენტების თამაშმა იქონია", - ციტირებს ბულიკინს Матч ТВ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიომინს თავად სურდა ხვიჩაზე უფლებების ყიდვა, მარა ჯუღელის მადა ვერ დააკმაყოფილა, რაც შეეხება "რუბინს", მოსკოვთან შედარებით პერიფერიაც არის და სოფლის ბოლოც.
kaxi
14:59 05-08-2021
6
თავისუფალ აგენტში, ანუ ხვიჩაში ქართული კლუბი არაფერს ითხოვდა, ჯუღელმა და ანდრეი ლოსიუკმა,("ლოკოს" სპორტ.დირექტორი) ჯერ იმ დროს, როცა ხვიჩა მხოლოდ ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭად აღიქმებოდა, იმხელა ფული მოითხოვეს და ისიც ვერ გაიყვეს, რომ ეს პროექტი ჩაიშალა, ჯუღელმა პირველივეს, ვინც დიდი ფული შესთავაზა, ბიჭი იქ გაუშვა, "რუბინი"იქნებოდა თუ "ჩაიკა" არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა,ჯუღელმა, მამას, თითონ საკმაო თანხა გადაუხადა და "დღევანდელუ კვერცხის" სანაცვლოდ, რუსეთის ვიცე-ჩემპიონის, ჩ.ლ-აში მოასპატეზე კლუბის მაგივრად, პერიფერიულ კლუბს დასჯერდა.
ჯაბა
10:34 05-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული