ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"აგენტების გამო ვერ მოილაპარაკეს ხვიჩაზე" - ამბობს "ლოკომოტივის" ყოფილი წარმომადგენელი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა დმიტრი ბულიკინმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში".

"იქ აგენტების თამაში იყო. ამის გამო ვერ მოილაპარაკეს. გასაგებია, ფეხბურთელი პერსპექტიულია, მისი გუნდში ყოფნა სურდათ, მაგრამ გარემოცვას ვერ მოელაპარაკნენ. აი, ამიტომ არ დარჩა "ლოკომოტივში".

მიზეზი ბანალურია - ყველაფერი ფულის გამო მოხდა. იყო თუ არა იქ "ლოკოს" შეცდომა? ასე ვერ ვიტყოდი. უფრო გავლენა აგენტების თამაშმა იქონია", - ციტირებს ბულიკინს Матч ТВ.

ასევე დაგაინტერესებთ