eldesmarque: მამარდაშვილი "მილანთან" მატჩის გმირი იყო

AutoSharing Option
"მილანთან" ტარონიას თასზე ჩატარებულ მატჩში eldesmarque-მ "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.

მამარდაშვილი - თერთმეტეულის ახალი გმირი. ბორდალასი ამას უნდა დაეთანხმოს

"ლა ლიგის დაწყებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება, რეალობა კი ისეთია, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ერთი თვის შემდეგ "ვალენსიას" ფეხბურთელები გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ მოედანზე. მხოლოდ ომარ ალდერეტე ჩქარობდა. მიუხედავად დარხეული ხმებისა, ფეხბურთელების დამატების დიდი მოლოდინი არ არის. ამავე დროს, ბორდალასს სხვა არაფერი დარჩენია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კადრებით ითამაშოს.
მან მოედანზე 11 ფეხბურთელი გაიყვანა, რომელთა შორის მთავარი სიახლე გიორგი მამარდაშვილი
იყო - მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავისი დამაჯერებელი თამაშით მთავარი გმირი გახდა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები
მარტვილელი
05 აგვისტო 2021 06:20
2
ცოტა მარცხენა ფეხით თამაში უჭირს, კარგად ვერ იქნევს, თორემ დალშე ყველაფერში მაგარია, ესპანელებმა უკვე დიდი კალია დაარქვეს, გასახდელიდან ერთი სკუპ და გამორბენის გარეშე, ეგრევე მანქანის პარკინგზეა, კი არ დადის დახტისო..
რეალიდან ვიღაცამ უყურაო მის თამაშს, მგონი ბარსას კლუბის წარმომადგეენელიც ყოფილა, მოკლედ გვახარებს ეს ბიჭი, მალე მაგრად გაგვახარებს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 აგვისტო 2021 04:10
4
დაიწყეთ აბა ხვიჩასავით გაბუქება.
სასიამოვნოა როცა ძალიან კარგი ფეხბუერთელი იჩითება,, მაგრამ გაბუქებით დათვურ სამსახურს რომ უწევთ, ხომ ხვდებით?
მატჩის გმირი! ვარსკვლავებს წყვეტს! ათი მეტეორი მოხსნა, შვიდი პლანეტა და თორმეტი მზე! ყოჩაღ! ესეთი მეკარე მსოფლიოს კაი ხანია არ უნახავს, ესე ხომ?
დაწყნარდით და ისიამოვნეთ, საცინლად ნუ იხდით თავს, აცალეთ ბიჭებს თამაში... ფეხბურთი არის . . თა მა შიიი!!!!!!
კ ო მ ბ ლ ე
05 აგვისტო 2021 03:25
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული