ესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება

AutoSharing Option
წამყვანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა "მილანთან" ნამატჩევს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქეს.

as: "დღეს გამოჩნდა, რომ ბორდალასის შემადგენლობა სანახევროდ შერჩეულია. გუნდში საუკეთესონი მამარდაშვილი, ალდერეტე და პაულისტა იყვნენ.

კარგი შეხვედრა ჩატარა მამარდაშვილმა. მან ბრახიმ დიასის დარტყმული ბურთი მოიგერია და "მესტალიას" თავისი პირველი აპლოდისმენტები მოსწყვიტა. თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, შეუძლია პირველი მეკარე გახდეს."

"მარკა": "მე-60 წუთზე სწორედ მამარდაშვილმა, წინასასეზონო მატჩების ერთ-ერთმა სენსაციამ, ბრახიმს გოლი არ გაატანინა, არც ლეაოს და "ვალენსია" ნარინჯისფერ თასს დაეუფლა.

მატჩი მშვიდად მიდიოდა პენალტების სერიისაკენ, როდესაც სპარინგისათვის არადამახასიათებელი კონფლიქტი
მოხდა. შეხლა-შემოხლაში აგრეთვე მონაწილეობა სათადარიგო ფეხბურთელებმა მიიღეს".

"მუნდო დეპორტივო": "ვალენსიამ" კარგი მატჩი ჩატარა ოთხშაბათს "მილანთან". საკმაოდ კარგი იყო დაცვა - მეკარე მამარდაშვილის წარმატებული ასპარეზობით. მან ორჯერ თავისი გუნდის გადარჩენით სიამოვნება მიიღო და ლა ლიგის სტარტს კარგ ხასიათზე ხვდება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლალიგას დაიწყებს და რეკორდასაც მოხსნის რამოდენიმე თამაში გოლს არ გაუშვებს მე მჯერავს მამარდაშვილის ძალიან.მაგარი რეაქცია აქვს . ლორიას შეუძლია ნაკრების კარიერა თვითონ დაამთავროს დარწმუნებული ვარ ნაკრების პირველი მეკარე გახდება სულ მლაე სექტემბრის სანაკრებო თამაშებიდან უკვე . ლორიას მადლობა მაგრამ ახალგაზრდების დრო მოვიდა ნაკრებში ძლიერი თაობა გვეზრდება წარმატებები ყველა ქართველ სპორცმენს ვინც თავის ქვეყანას ასახელებს ✌✌✌✌❤❤❤
ემიგრანტი
05 აგვისტო 2021 16:46
1
წარმატებები გიორგის
ქობულეთიდან
05 აგვისტო 2021 07:43
0
ჩვენ ისეთი ბედი გვაქ, ამას არ დაინახავენ, სერიოზულ მატჩებს უნდა ატარებდეს გიო, მომავალი გაბელია არის ეგ დაიმახსოვრეთ
აჩი**
05 აგვისტო 2021 05:09
1
მსოფლიოს არცერთ მეკარეს არ აქვს ესეთი მონაცემები, როგორიც მამარდაშვილს.. ადგილიდან, გამორბენის გარეშე მარჯვნივ თორმეტ მეტრზე ხტება, მარცხნივ თერთმეტი და სამოცდაათი.. იცით რას ნიშნავს ეს?
თან სკუპით, სიმაღლეზე ოთხი მეტრი და ოთხმოცდაათი აჩვენა, მარცხენა ფეხი ცოტაც რომ აეწია ხუთ მეტრს აცდებოდა, მოკლედ ძალიან მაგარია, ცოტა პიარშიკებში უნდა დახმარება და შეიძლება ჩვიდმეტ მეტრზეც ახტეს.. მაგის ნახევარ შვიდ ან რვა მეტრზე, სიმაღლეზე ჭოკით მხტომელი რომ არის, მსოფლიოს ჩემპიონი ეთიოპიელი ტომსონი, თუ ჯონსონი ყოფილა, ისიც ვერ ხტებაო.. თან იმას ბამბუკის ჯოხი ქონია, ჩვენსას კი, როგორც პრესამ აღნიშნა, ძველი ბოტასები აცვიაო და მთავარ საიდუმლოს ბოტასებში ხედავენ. ის კი არ იციან, რომ ჩვენთან ეგრეა, ჯერ მანქანას ყიდულობ ჯიპი თუ არა ბმვ მაინც და მერე ბოტასებს და ბუცებს..
მიდი მიაწექი ბრატ! მალე იმედია მეხუთე სართულზეც ახტები, გამორბენის გარეშე რა თქმა უნდა.. ესპანელები გიჟებს გვანან, დროა რეალი, ან ბარსა. ბარსა ვითომ? მესი და რამეე?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
05 აგვისტო 2021 04:05
39
სარკაზმი კაია ძამა მარა მე-3 სიტყვაზე რომ შეგეწყვიტა წერა მთლად კარგი გამოვიდოდა, ნამეტანი არაფერი ვარგა
ოჰოო
05 აგვისტო 2021 14:55
1
კომბლე გითხარი მე შენ წაი კობალი თალეთქვა
giorgi
05 აგვისტო 2021 10:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული