ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა რუსეთიდან მალე უნდა წავიდეს, საქართველოს ნაკრები რუსეთისაზე სუსტი არაა" - ინტერვიუ გია გრიგალავასთან

AutoSharing Option
Sports.ru-მ გია გრიგალავასთან ინტერვიუს ნაწყვეტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მცველი რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს.

- გასაგებია რომ საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებზე სუსტია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოლო წლებში საქართველო უახლოვდება რუსეთის ნაკრების სათამაშო დონეს?

- მისმინეთ, მე არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებზე სუსტია, მით უმეტეს, ბოლო წლებში უფრო და უფრო ვითარდება.

ეს ეხება არამხოლოდ ეროვნულ ნაკრებს, ასევე ბავშვთა ფეხბურთსაც...

- ხვიჩამ გკითხათ რჩევა ევროპაში წასვლასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, ახლა ხვიჩას მრჩევლები ისედაც ზედმეტად ბევრი ჰყავს, მე რომ დამატებით
აღარაფერი ვურჩიო. თუ მკითხავს რჩევას, მე ჩემს აზრს ვეტყვი.

- და რა არის თქვენი აზრი?

- ვფიქრობ, ის უკვე მზად არის ევროპაში სათამაშოდ და რაც მალე წავა რუსეთიდან, უკეთესია.

ასევე დაგაინტერესებთ