ვაისი: აქ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსგავსი რამ შემემთხვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სლოვანმა" გიბრალტარში "ლინკოლნი" 3:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ. კაშიამ გოლი გაიტანა, შემდეგ კი მასთან ბურთზე ბრძოლაში მეტოქე გუნდის თავდამსხმელი ოკრანი წაიქცა და მასპინძლებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"მატჩის წინ რომ ეთქვათ, 3:1-ს მოიგებთო, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დავრჩებოდი, მაგრამ არასაჭირო გოლი გავუშვით. 3:0 როდესაც გახდა, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თამაში ამ ანგარიშით უნდა დაგვესრულებინა. ამის მაგივრად შეცდომა დავუშვით და
გოლი მივიღეთ. ხაზი გავუსვი, ასეთი რამ აქ საქართველოს ნაკრებთან ერთად შემემთხვა - 2:0-ს ვიგებდით და ერთი წუთის შემდეგ გაუფრთხილებლობის გამო ანგარიში 2:2 გახდა. თუმცა 3:1 კარგი შედეგია. საპასუხო მატჩს სახლში ჩავატარებთ და უპირატესობა გვაქვს. 90 წუთი მოდუნების გარეშე თამაში გვმართებს, საფინალო სასტვენამდე.

ასეთი მეტოქე ასეთ მატჩში შეგვეძლო "მოგვეკლა", 4:0 ან 5:0 მოგვეგო, რათა თამაშში არ დაბრუნებულიყვნენ. ვწუხვარ. საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგესთან ანგარიშის გასასწორებლად კარგად მოვემზადებით", - ციტირებს ვაისს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი მოკლული არ გაიშვას არსად))))))))))))
ფირუზა
15:59 06-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული