კვარაცხელია 2 კლუბს სურს და მათ შორის "მილანი" არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხის ირგვლივ ბოლო პერიოდში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ძირითადად ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ, თუმცა აგრეთვე სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ლუკა გაგნიძის ტრანსფერს, შევეხეთ.

- ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და "რუბინში" ისევ გამორჩეულია, თუმცა მისი ტრანსფერის მიმართ იმხელა ინტერესია, სპორტული მხარე, გარკვეულწილად, იჩრდილება. ამის შესახებ თქვენ რას გვეტყვით?
- 12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90-პროცენტიანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის ძალიან მაღალი დონის კლუბში ითამაშებს. დაინტერესება უამრავია -
ინგლისიდან, იტალიიდან  თუ  გერმანიიდან. ყველაფერი აგვისტოს ბოლომდე გაირკვევა.

- ბოლო პერიოდში ბევრი იწერება "მილანის" ინტერესსა და ტრანსფერში კახა კალაძის როლზე; საუბარია "ტოტენჰემზე", უფრო ადრე კი "ლიდსი" თავად ფეხბურთელმა დაადასტურა...
- არ მესმის, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომლებსაც არც ფეხბურთელთან აქვთ ურთიერთობა, არც კლუბთან და არც აგენტთან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "მილანისგან" არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ამ საკითხზე ჩვენ არც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაგვკავშირებია. 

მილანური კლუბისგან იყო ინტერესი, მაგრამ ეს იყო "ინტერი", რომლის ხელმძღვანელობასაც აპრილში შევხვდით. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ შემთხვევაში ინფორმაციას დავადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. "ლიდსზეც" რაიმე ახალს და ხვიჩას ნათქვამზე მეტს ვერ ვიტყვი.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ კვარაცხელიას მსურველ კლუბებზე და არის თუ არა რომელიმე ვარიანტი გამოკვეთილი?
- ხვიჩა ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა გუნდს სურს, მაგალითად, "ევერტონს", "ბრაიტონსა" და "ვულვზს", მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე რეალური წინადადება. იტალიიდან, "ინტერის" გარდა, კვარაცხელია "იუვენტუსსაც" სურს; არის "ატალანტას", "ნაპოლისა" და "ლაციოს" დაინტერესება. ინიციატივას გერმანიის ბუნდესლგისის, მინიმუმ, 5 კლუბი იჩენს.

ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკება მხოლოდ 2 კლუბთან მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ინგლისის, მეორე კი იტალიისაა. მათ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი იციან. როცა ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება პირველად sportall.ge-ს მეშვეობით შეიტყობს.

- საბა კვირკველიას მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ. ბოლო პერიოდში მას არაბეთს უკავშირებდნენ...

- არაბული კლუბისგან ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა საბას ევროპაში თამაში სურს. დაინტერესება, რა თქმა უნდა, რუსული კლუბებიდანაც არის. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- თქვენ ირაკლი აზაროვის აგენტიც ხართ. კვიპროსული "პაფოსის" ვარიანტზე დაიწერა...
- აზაროვი არ წავა ისეთი საშუალო დონის ჩემპიონატში, როგორიც კვიპროსი და ალბანეთია.  ჩემი სურვილია და ამაში კლუბის ხელმძღვანელობაც მეთანხმება, რომ მან ბათუმის "დინამოში" ასპარეზობა გააგრძელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგება პირველი რიგის ამოცანა იქნება.

აქვე, ბათუმის "დინამოს" წარმატებები მინდა ვუსურვო - დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, გუნდი თურქეთში გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ კლუბს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა -  პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჰყავს. ბელარუსში მათ წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ბათუმელთა რიგებში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა.

- ეროვნული ლიგიდან რუსეთში გადაბარგებულ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეზე უნდა გკითხოთ, გულშემატკივარი მოსკოვის "დინამოსგან" მისი განათხოვრებით უკმაყოფილოა...
- მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი. არანაირად არ უნდა დაშვებულიყო ის, რომ გაგნიძე მოსკოვური კლუბიდან გაენათხოვრებინათ! მე ქართველ ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებ!

alt"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 48 /
ამ კაცმა კარგ გუნდში რო გადაიყვანოს ხვიჩა მერე რას დაწერთ მამუკას მაგინებლები
გიორგი
10 აგვისტო 2021 17:52
7
ჯუღელს თუ გინდა პირში ვეტყვით და ბევრჯერ გვითქვამს რასაც ვფიქრობთ,გაიხსენოს რესტორანი რასია,ძააან თუ გაინტერესებს შენც მოგიკითხავთ..
გიორგის
12 აგვისტო 2021 22:13
1
რუსეთს ვერ სცდება ეს კაცი!
123
11 აგვისტო 2021 16:58
0
ყველა გამოხმაურება
ძაან მაგარია კვარა და ამიტომაა ასეთი დიდი მოთხოვნა ევროპის დიდი კლუბებიდან,მაგრამ ერთი,არ ორი პატარა ნაკლი აქვს: გოლებს ვერ იტანს და ბოლო პასი არ იცის.
ooo
10 აგვისტო 2021 17:30
4
ნუ ის რაცაა, ფოტოც ისაა, მაგრამ! აი ხვიჩას ყველაზე დიდ და მაგარ ფანებს კითხვა: ეს, ბიჭის ფოტო არ გაღიზიანებთ???
ლაშა
10 აგვისტო 2021 16:41
6
გაგნიძის საკითხში 100% მართალს ამბობს
Rezo
10 აგვისტო 2021 16:09
2
ჩვენი ყველაზე პერსპეკტიული ფეხბურთელი ჯუღელს ჩააბარეს.
ქ. გ.
10 აგვისტო 2021 15:32
2
მაგარი აგენტია და სიტყვის კაცია,რამდენს დაეხმარა ბევრმა არც იცით აქ, ბევრი ისევ საქართველოში დარჩებოდა სათამაშოდ,ეს რომ არ დახმარებოდა და ცხოვრება აუწყო ვისთანაც საქმე ჰქონია.ამიტომ რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ,მითუმეტეს კლავიატურას ამოფარებული ლომები.
კახა
10 აგვისტო 2021 13:58
11
ზუსტად მაგაშია საქმე რომ, არც აგენტს და არც მამამისს არ უნდათ ევროპაში ლატარეა, განაღდებული უკავიათ და ეგაა.კი ვიძახით რო ნებისმიერ ევროპის კლუბში ითამაშებსო, მარა აი დარწმუნებული ვარ ჯუღელს მოყავს სმოლოვის და მირანჩუკის მაგალუთი, პირველი "ვალენსიაში" მეორე "ატალანტაში", ეძლეოდათ მინ.სათამაშო დრო და სმოლოვი დაბრუნდა რუსეთში, მირანჩუკი კერ სკამზეა, არაფრით ეს ორი არ არის ხვიჩაზე სუსტი მოთამაშე, მაგრამ აი ესეა, ეს იციან და არ რისკავენ.
gela
10 აგვისტო 2021 13:06
9
ტალანტით არც სმოლოვი და არც მირანჩუკი ხვიჩას ნახევარც კი არ არის.
jjj
10 აგვისტო 2021 15:25
2
Es Kaci mgoni fifas career Modes tamashobs da mocyvetilia realobas....
Martali
10 აგვისტო 2021 13:04
7
ვკვდები სიცილით,ქვემოთ ხუმრობით სტატუსი დავწერე და უმრავლესობას მართალი ეგონა.რა გვეშველება?!
888
10 აგვისტო 2021 12:39
1
ამან რუსთავში გაზაევის შვილი მწვრთნელად და ოსი ფეხბურთელები გაასაღა კაი ფასში)))
სფფ
10 აგვისტო 2021 11:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული