ვაისი უეფას ახალ წესს უფრთხის

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ, სადაც ბრატისლავის "სლოვანი" გიბრალტარის "ლინკოლნს" დაუპირისპირდება, სლოვაკთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა:

"იოლ მატჩს არ ველოდები. პირველ შეხვედრაში იყო ინდიკატორები, სადაც მეტოქეზე სუსტად გამოვიყურებოდით. საგოლე მომენტები ეფექტურად გამოვიყენეთ - კარში სამივე დარტყმა გოლად ვაქციეთ. უეფას სიახლის, სტუმრად გატანილი წესის გაუქმების გამო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩვენი გამოცდილი გუნდის მჯერა!

რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ და კარგი ფეხბურთის თამაში გვსურს!"

შეგახსენებთ, ვაისის შეგირდებმა სტუმრად იმარჯვეს (3:1). შეხვედრაში ანგარიში 34 წლის გურამ კაშიამ გახსნა.
მან და ჯაბა კანკავამ მოედანზე 90 წუთი გაატარეს. საქართველოს ნაკრების 35 წლის კაპიტანი გააფრთხილეს.

წარმატების შემთხვევაში, "სლოვანის" მომავალი მეტოქე ჯერ დადგენილი არაა. ევროპა ლიგის პლეი-ოფში სულ 6 გუნდია განთესილი, მათ შორის ერთ-ერთი კი ოთარ კიტეიშვილის ავსტრიული "შტურმია".

"სლოვანისა" და "ლინკოლნის" დაპირისპირება 10 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

altვაისი: აქ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსგავსი რამ შემემთხვა

altკაშიამ გაიტანა - "სლოვანმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული