"იოლ მატჩს არ ველოდები. პირველ შეხვედრაში იყო ინდიკატორები, სადაც მეტოქეზე სუსტად გამოვიყურებოდით. საგოლე მომენტები ეფექტურად გამოვიყენეთ - კარში სამივე დარტყმა გოლად ვაქციეთ. უეფას სიახლის, სტუმრად გატანილი წესის გაუქმების გამო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩვენი გამოცდილი გუნდის მჯერა!
რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ და კარგი ფეხბურთის თამაში გვსურს!"
შეგახსენებთ, ვაისის შეგირდებმა სტუმრად იმარჯვეს (3:1). შეხვედრაში ანგარიში 34 წლის გურამ კაშიამ გახსნა.
წარმატების შემთხვევაში, "სლოვანის" მომავალი მეტოქე ჯერ დადგენილი არაა. ევროპა ლიგის პლეი-ოფში სულ 6 გუნდია განთესილი, მათ შორის ერთ-ერთი კი ოთარ კიტეიშვილის ავსტრიული "შტურმია".
"სლოვანისა" და "ლინკოლნის" დაპირისპირება 10 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.