ერთი ნაბიჯი ევროპა ლიგამდე - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" წინ მიიწევს

AutoSharing Option
„სლოვანი“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

ბრატისლავურ გუნდს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლინკოლნი“ გასვლაზე 3:1 ჰყავდა დამარცხებული, საკუთარ მოედანზე კი ფრეს დასჯერდა - 1:1 და ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა.

მატჩს 4 668 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში 38-ე წუთზე ნახევარმცველმა იაროლიმ ზმრალმა ვლადიმირ ვაისის პასით გახსნა, 54-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მასპინძელთა გუნდის მეტად აქტიურმა არგენტინელმა ლეგიონერმა ვერნონ დე მარკომ და „სლოვანი“ კაცნაკლული დარჩა. 90-ე წუთზე მოწინააღმდეგემ მეკარე მიხალ შულას უხეში შეცდომის
შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშეს.

ქართველების გუნდი ტურნირის პლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ოლიმპიაკოსისა" და "ლუდოგორეცის" წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება (მათი ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და ამ წუთებში დამატებითი დრო მიმდინარეობს) და უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას 19 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო განმეორებითს - ერთი კვირის შემდეგ სახლში.

მოკლედ, ფაქტია, მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გეგმა მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა თამაშობს უკვე ფეხბურთს რაღაც დონეზე, თბილისის დინამოს სამოყვარულო კლუბის გარდა
რეზო
12:05 11-08-2021
0
გიბრალტარის კლუბის დამარცხებას გეგმა უნდა?
ზორბეგი
02:34 11-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული