გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებას განაგრძობს.

"დეზების" გულშემატკივართათვის რამდენიმე დღის წინ სუპერინფორმაცია გავრცელდა. გუნდმა "იუვენტუსიდან" 2020/21 წლების სერია A-ს ერთი საუკეთესო მცველი, არგენტინელი კრისტიანო რომერო დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში "ჯენოაში" იჯარით ბურთაობდა.

აღსანიშნავია კიდევ ისიც, რომ ლონდონელებმა "ატალანტადან" იჯარის წესით მეკარე გოლინი გადაიბირეს, რომელმაც უგო ლორისს კონკურენცია უნდა გაუწიოს და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.

რა თქმა უნდა, "ტოტენჰემის" ფანებისთვის მაინც ყველაზე გასახარი კლუბში სონისა და ჰარი კეინის დარჩენაა.

პირველმა მათგანმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და "ტოტენჰემს" სიყვარული შეჰფიცა.

რაც
შეეხება კეინს, მას ლონდონელთა ბანაკის დატოვება ძალიან სურდა, თუმცა "დეზებმა" ინგლისის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ დიდი თანხა მოისურვეს, ის არავინ გადაიხადა და ჰარიც, ჭირვეულობის მიუხედავად, საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Sportall-მა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემს" ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ძალიან სურს.

თუ ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და ხვიჩა პრემიერლიგაში აღმოჩნდა, ეს მისთვის მართლაც ბრწყინვალე შანსი იქნება და მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩას შესახებ სტატიები ხალხის მხრიდან იმტერესს იწვევს და თქვენც (ჟურნალისტები) ათას ჭორ მართალს წერთ ამ ბიჭის შესაძლო ტრანსფერზე.
იოსები
08:31 12-08-2021
0
მთავარია იგრავოი პრაქტიკა აქვს, პერეგავორები მიდოს. თან თვითონ მამუკაც ნაპადენიაში თამაშობდა და არეშლება რა როგორ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული