წიტაიშვილი დიდ სკანდალში გაეხვა - ქართველმა პუტინისა და კრემლის აქტიურ მხარდამჭერ რეპერთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

AutoSharing Option
უკრაინული პრესის ინფორმაციით, "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი დიდ სკანდალში გაეხვა.

20 წლის შემტევმა "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილ რუს რეპერ ბასტასთან ერთადაა გადაღებული.

ბასტამ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოდესაში კონცერტი ჩაატარა, იქამდე კი მის წინააღმდეგ უკრაინაში გამოსვლები გაიმართა.

საქმე კი შემდეგშია: ბასტა აქტიურად უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინსა და კრემლის პოლიტიკას... ის მრავლჯერ არის ნამყოფი ოკუპირებულ ყირიმში, რათა გაემართა კონცერტები და მხარი დაეჭირა ყირიმის ანექსიისთვის.

2017 წლის სექტემბერში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბასტას უკრაინაში შესვლა აუკრძალა და ამის
მიზეზად ბასტას ყირიმში მრავალჯერადი ვიზიტები და კონცერტები დაასახელა.

რეპერმა ასევე სიმღერა მიუძღვნა ყირიმის ხიდს, რომელშიც ის მკვეთრად გამოხატავს პოზიციას, თუ ვისია ყირიმი და რომელშიც საუბარია, როგორ აერთებს ხიდი რუსეთის ორ ნაპირს.

2020 წლის 16 სექტემბერს მას აკრძალვა მოუხსნეს, რადგან მას ვადა გაუვიდა, თუმცა 2021 წლის 23 ივნისს უკრაინის კულტურის სამინისტროს კიდევ ერთხელ გაეგზავნა მოთხოვნა, შეეყვანათ ბასტა იმ პირთა სიაში, რომლებიც ემუქრებიან უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინაში წიტაიშვილის გავრცელებულ ფოტოს ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა... მათი სპორტული გამოცემები წერენ, რომ გიორგიმ ჯერ უკრაინის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი მათი მტრის მხარდამჭერთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
არანაირი სკანდალი ეგ არაა, მე მაგალითად არაფერი გამიგია დღემდე ამის და პუტინის ურთიერთობებზე, იქნებ კლიმენტიჩიც ეგრეა? ან თუ ასეთი ქვეყნის დამაქცევარი იყო ეგ რეპერი რას ჩაიყვანეს და ჩაატარებინეს კონცერტი ოდესაში? თუ საზღვარზე ვიზაც გიორგიმ ჩარტყა?DDDDDDDDDDDD
10
ფანებთან პოლიტიკური ნიშნით იგებენ ფოტოებს ანუ უნდა კითხო ვისი მხარ მამჭერი ხარო?!... კონცერტი უკრაინაში რო ჩაატარებინეს უკრაინა არ ეხვევა სკანდალში
ემიგრანტი
18:47 11-08-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული