"მილანის" ფანებმა უპასუხეს შეკითხვას, უნდათ თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა დენი არმსტრონგმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე "მილანის" ფანებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

ჟურნალისტის კითხვა ასე ჟღერდა:

"გაქვთ 25 მილიონი და შეგიძლიათ ერთი ფეხბურთელის ყიდვა... რომელს იყიდით, ნიკოლა ვლასიჩს ცკსა-დან თუ ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინიდან"?

გამოკითხვაში მონაწილეობა 616-მა ადამიანმა მიიღო, საიდანაც 66,6%-მა მხარი ვლასიჩს დაუჭირა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩასთვის იდეალური იქნება ალკმაარი. გოლებსაც გაიტანს და ლამაზ ფეხბურთსაც აჩვენებს.
ლევანი
12 აგვისტო 2021 18:49
2
არმსტრონგი რუსეთში ცხოვრობს.
მილანის ფანებმა არაფერი არ იციან არც არმსტრონგის, არც მისი twitter-ის შესახებ.
ქ. გ.
12 აგვისტო 2021 14:59
3
არავისზე ნაკლები პატრიოტი ვარ და უკეთესის სურვილიც მოჭარბებული მაქვს, მაგრამ რეალურად მგონია ხვიჩასთვის ამ წელს ისეთ გუნდში გადასვლა აჯობებს, სადაც სათამაშო დრო ექნება და თანაც ლიმონივით არ გამოწურავენ, ტრავმისგან დაცვას ასწავლიან, ასეთი მილანი, ინტერი, იუვენტუსი ნამდვილად არ არის, ინგლისი? მე უფრო ესპანეთი მგონია, ჰოლანდიაც არ არის ურიგო...
გუსანი
12 აგვისტო 2021 12:37
0
სუფთა ფეხბურთის მცოდნეს თავლით რომ შეხედო ვლასიჩი კარგი ფეხბურთელია ჩამოყალიბებული მაგრამ ის ვერასდრო გახდება მეგა ვარსკვლავი როგორც რონალდო მესი ნეიმარი აი კვარაცხელიას ყველა მონაცემი აქ ამისთვის მხოლოდ ერთი საამაყო ნაკლი აქ ქართველია და ყურადგების მიქცევა იმაზე მეტად უჭირს ვიდრე არგენტინელებს ბრაზილეელებს და თუნდაც ხორვატებს.ის საბედნიეროდ საქართველოში დაიბადა თორე არგენტინაში ან ბრაზილიაში რომ დაბადებულიყო ახლა რეალი და ბარსას დავის ობიექტი იქნებოდა.
Mosexoneli
12 აგვისტო 2021 09:01
3
კი, ვლასიჩი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, ფიზიკურად მყარად დგას და გოლებსაც ხანდახან არაფრისგან იტანს, გონებაც კარგად უჭრის. ხვიჩა ჯერ დასაღვინებელია და როგორ წავა ეგ პროცესი არავინ იცის, პერსპექტივა კი დაგეთანხმები მეტი აქვს, მაგრამ ნაკლი მის ქართველობაში არის, მოგვწონს ეს თუ არა, პროფესიონალების თვალში ეს მენტალობის დეფექტეზე მიუთითებს მაგალითებიც ბევრი აქვთ და გარისკავენ? ერთი ტრავმა და ყველაფერი შეიძლება აირიოს. რუსეთში, არ გამოვრიცხავ, წინასწარ რაღაც გაფრთხილება თხოვნასავით რუბინისგან მაინც მეტნაკლებად მოქმედებს და კი უხეშობენ მაგრამ მაინც ლაითად, იტალიაში,ინგლისშიდა ა.შ მეტად ძალისმიერი ფეხბურთია და გაუძლებს?
გუსანი
12 აგვისტო 2021 12:32
0
რატო არ ენდომებათ? არა მარტო მაგათ უნდათ, მაგრამ გულშემატკივრის სურვილი სამწუხაროდ სურვილად რჩება.
kaxi
12 აგვისტო 2021 08:50
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული