ჩაკვეტაძე რიგაშია და კონფერენს ლიგაზე სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
დღეს, 12 აგვისტოს, "გენტი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სტუმრად "რიგას FS"-ს (რიგის საფეხბურთო სკოლა) დაუპირისპირდება. nieuwsblad-ი იტყობინება, რომ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თან იახლა 9 ივლისის შემდეგ უთამაშებელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომან ბეზუსი და ჟოზეფ ოვუსუ კი არ წაიყვანა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 2:2 დასრულდა ("გენტი" 52-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა). ვანჰაზებრუკი ამბობს, რომ ლატვიაში მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავიდნენ, ამისათვის მომენტების უკეთ გამოყენება მართებთ და მცველებსაც უკეთ თამაში; ამას გარდა, გოლებს ნახევარმცველებისგანაც ელის.

ეს შეხვედრა
თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თუ "გენტმა" "რიგას FS"-ის ბარიერი გადალახა, პლეი-ოფში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინისა" და "რაკუვის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პლეი-ოფები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები გიორგი!
გიზოგ
12 აგვისტო 2021 15:39
0
ალბათ თავიდან არ თამაშებს და თუ ხელოვნური საფარია ჯობია სულ არ ათამაშოს.
ისე რიგის საფეხბურთო სკოლა მესამე ეტაპზეა გასული-რას ნიშნავს სწორი მენრჯმენტი..აბა არაბი შეიხის გუნდი არ იქნება სავარაუდიდ
Levani
12 აგვისტო 2021 14:20
0
გიო წარმატებები. დროა! და ის ვინაა რატის კომენტს და სურვილს რო ასდილაიქებს? შენ ვინ ... ხარ?
kaxi
12 აგვისტო 2021 10:08
1
მიდი რა გიო, ყველაზე მეტად შენ გინდა და შეძლებ! წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება!!!
რატი
12 აგვისტო 2021 08:46
3
ლატვიაში თითქმის ყველა სტადიონზე ხელოვნური საფარია.
Master
12 აგვისტო 2021 08:02
1
ადრე სარბიელი ,11 /11 , გაზეთები რომ გამოდიოდა ჟურნალისტები ურეკავდნენ უკავშირდებოდნენ ფეხბურთელებს ეკითხებოდნენ ინტერვიუს იღებდნენ , რა უბედურებაა ამდენი მკითხაობა ტრავმა აქვს არ აქვს დაურეკე თვითონ და აიღე ინტერვიუ, ან კვარაცხელიაზე დავიღალეთ ყველა ვბალეშჩიკობთ მას და ჩაკვეტაძესაც, დღეში მინიმუმ სამი უაზრო სტატია იქ გადადის და მილანის გულშემატკივრის დეიდის საყვარელი წინააღმდეგია და ა.შ. დაურეკეთვდა აიღეთ ინტერვიუები
მამუკა მუსელიანი
12 აგვისტო 2021 06:30
0
კვარაცხელია ვარ მაგრამ თუ ითამაშებ მე ვიყო 9 საათზე შენთან თუ არ გადმოვრთო და შენ არ გიყურო
გიორგი
12 აგვისტო 2021 04:34
0
მთავარია გიო ჯართნელად არის და ვარჯიშობს ჰვთის წყალობით და დარწმუნებული ვარ ყველაფერი ნელ ნელა დალაგდება მთავარია კიდევ რამე არ დაემართოს ამ ბიჭს მართლა სანთელი უნდა დავანთოთ მის ჯამრთელობაზე,რადგან ასეთი ტალანტი ასეთი ნიჭის და პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრამვიანობა და უთამაშებლობა არის ძალიან ცუდი მოვლენა და ტრაგედია გიოსთვისაც და საქართველოს ნაკრებისთვისაც მე ჯართელობას ვუსურვებ ჩაკვეს იმედი მაქვს ჰვთისწყალობით ყვლაფერი კარგად ექნება და ნელ ნელა დაგვიბრუნდება ის ჩაკვე რაც ჩვენ გვახსოვს ერთალიგიდან წარმატებები.
ზურა
12 აგვისტო 2021 03:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული