ჩაკვეტაძე რიგაშია და კონფერენს ლიგაზე სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
დღეს, 12 აგვისტოს, "გენტი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სტუმრად "რიგას FS"-ს (რიგის საფეხბურთო სკოლა) დაუპირისპირდება. nieuwsblad-ი იტყობინება, რომ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თან იახლა 9 ივლისის შემდეგ უთამაშებელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომან ბეზუსი და ჟოზეფ ოვუსუ კი არ წაიყვანა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 2:2 დასრულდა ("გენტი" 52-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა). ვანჰაზებრუკი ამბობს, რომ ლატვიაში მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავიდნენ, ამისათვის მომენტების უკეთ გამოყენება მართებთ და მცველებსაც უკეთ თამაში; ამას გარდა, გოლებს ნახევარმცველებისგანაც ელის.

ეს შეხვედრა
თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თუ "გენტმა" "რიგას FS"-ის ბარიერი გადალახა, პლეი-ოფში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინისა" და "რაკუვის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პლეი-ოფები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი რა გიო, ყველაზე მეტად შენ გინდა და შეძლებ! წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება!!!
რატი
08:46 12-08-2021
3
გიო წარმატებები. დროა! და ის ვინაა რატის კომენტს და სურვილს რო ასდილაიქებს? შენ ვინ ... ხარ?
kaxi
10:08 12-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული