ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შენგელია ბელგიაში წარადგინეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია ბელგიური "ლუვენის" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ბელგიელთა ტექნიკური დირექტორი ვინ დე კორტე ამბობს:

"შენგელია არის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის ჩემპიონატს კარგად იცნობს. ის სამწვრთნელო შტაბს ფლანგსა და შეტევაში დამატებით ვარიანტებს შეუქმნის."

ბელგიის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ "ლუვენს" ამდენივე ქულა აქვს, სამივე შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დაასრულა.

25 წლის შენგელიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, ბელგიის მეორე ლიგის "ტუბიცეში" გამოდიოდა, ჩინური "დეიჯუნის" შემდეგ თბილისის "დინამო", ბოლო კლუბი კი "ქონიასპორი"
იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლევანს 2017 წლიდან იწვევენ.

altსაქართველოს ნაკრები კარგ შედეგს მიაღწევს - განუცხადა ლევან შენგელიამ hurriyet-ს

altლევან შენგელიამ "ბეშიქთაშს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]