ჩაკვეტაძე დაბრუნდა - "გენტი" და ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებში, ქართველების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" ლარნაკაში 2:1 სძლია "რაპიდს", მაგრამ რადგან ვენაში 0:3 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა. ფამაგუსტური გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა.

კონფერენს ლიგა

"რუბინი" პოლონეთში მიღწეული ფრეს შემდეგ სახლში დამატებით დროში 0:1 დამარცხდა პოლონურ "რაკუვთან" და ევროტურნირებს გამოეთიშა. ყაზანურ გუნდში 106-ე წუთამდე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"ჟილინამ" კვლავ დაამარცხა "ტობოლი", ამჯერად გამანადგურებელი ანგარიშით (5:0). კუსტანაური გუნდის განაცხადში არ იყო ელგუჯა ლობჯანიძე.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტში"
გიორგი ჩაკვეტაძემ იასპარეზა - "რიგას FS"-სთან 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მალე ოვუსუმ გამარჯვების გოლი გაიტანა, 1:0 (პირველი მატჩი 2:2 დასრულდა) და ბელგიური გუნდი პლეი-ოფში "რაკუვს" დაუპირისპირდება.

"პაოკმა" დუბლინში 1:2 წაგების შემდეგ სალონიკში 2:0 მოუგო "ბოჰემიანსს". ბერძნული გუნდის განაცხადში არ იყო ნიკა ნინუა.

ტრავმირებული გიორგი ბერიძის "უიპეშტი" კვლავ დამარცხდა "ბაზელთან" - (0:4, 1:2).

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ბულგარეთში მიღწეული ფრის (1:1) მერე "პარკენზე" 4:2 მოუგო პლოვდივის "ლოკომოტივს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "სივასპორს" დაუპირისპირდება. დანიურ გუნდში დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია, სექტემბერში მზად იქნება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ... წარმატებები გიორგის!!!
tngh
16:04 13-08-2021
0
რა თქმა უნდა ფორმიდან შორს იქნება.მთავარია რომ დაბრუნდა და გადამწყვეტ მომენტში, მოედანზე მაინც შეუშვეს.ჯანმრთელად იყოს და თავდაჯერებას თანდათან დაიბრუნებს.
სოსო
15:29 13-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული