ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - "გენტი" და ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებში, ქართველების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" ლარნაკაში 2:1 სძლია "რაპიდს", მაგრამ რადგან ვენაში 0:3 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა. ფამაგუსტური გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა.

კონფერენს ლიგა

"რუბინი" პოლონეთში მიღწეული ფრეს შემდეგ სახლში დამატებით დროში 0:1 დამარცხდა პოლონურ "რაკუვთან" და ევროტურნირებს გამოეთიშა. ყაზანურ გუნდში 106-ე წუთამდე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"ჟილინამ" კვლავ დაამარცხა "ტობოლი", ამჯერად გამანადგურებელი ანგარიშით (5:0). კუსტანაური გუნდის განაცხადში არ იყო ელგუჯა ლობჯანიძე.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტში"
გიორგი ჩაკვეტაძემ იასპარეზა - "რიგას FS"-სთან 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მალე ოვუსუმ გამარჯვების გოლი გაიტანა, 1:0 (პირველი მატჩი 2:2 დასრულდა) და ბელგიური გუნდი პლეი-ოფში "რაკუვს" დაუპირისპირდება.

"პაოკმა" დუბლინში 1:2 წაგების შემდეგ სალონიკში 2:0 მოუგო "ბოჰემიანსს". ბერძნული გუნდის განაცხადში არ იყო ნიკა ნინუა.

ტრავმირებული გიორგი ბერიძის "უიპეშტი" კვლავ დამარცხდა "ბაზელთან" - (0:4, 1:2).

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ბულგარეთში მიღწეული ფრის (1:1) მერე "პარკენზე" 4:2 მოუგო პლოვდივის "ლოკომოტივს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "სივასპორს" დაუპირისპირდება. დანიურ გუნდში დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ