რუსული მედია: ეს ის მამარდაშვილია, რომელმაც მოსკოვის "დინამო" გამოაგდო

AutoSharing Option
ბევრი გააკვირვა ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" "ვალენსიას" შემადგენლობაში მათთვის სრულიად უცნობი 20 წლის ქართველი მეკარის ბრწყინვალე თამაშმა. sports.ru-მ მკითხველს შეახსენა, რომ ეს სწორედ ის ბიჭია, რომელმაც გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო:

"20 წლის ქართველმა მეკარე მამარდაშვილმა ლა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლი არ გაუშვა. მან თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ერთი წლის წინ ევროპა ლიგიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო. "ვალენსიამ" ბორდალასის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ადრე "ხეტაფეს" ედგა სათავეში. "ვალენსიას" რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა პირველ
ტაიმში პენალტი გამოიმუშავა და 77-ე წუთზე შეცვალეს".

მატჩი უკრაინულმა ua-football-მა მიმოიხილა: "შესაძლოა, საქმე ბორდალასშია, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა ამ "ხეტაფეს" და ყველაზე უკეთ იცის მისი სუსტი წერტილები. "ღამურების" გეგმამ ბოლოს აღარ იმუშავა, როდესაც გუნდები თანაბარი შემადგენლობებით იყვნენ. ტემპის ოდნავ დაგდებისთანავე არამბარიმ ბურთი ძელს გაარტყა. კიდევ ჰქონდათ შანსები, მაგრამ მაგრად ითამაშა 20 წლის დებიუტანტმა მამარდაშვილმა. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ბიჭი თბილისის "ლოკომოტივის" კარში იდგა და ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია საქართველოს ნაკრებში. აი, ესაა ნერვები!

გამარჯვება დიდწილად გიორგის დამსახურებაა და ეს "ვალენსიასთვის" კარგი დასაწყისია, რომელმაც გასულ სეზონში მრავალი წლის მანძილზე ყველაზე უარესი ფეხბურთი ითამაშა. როგორც ჩანს, ფსკერიდან ამოსვლას ახერხებენ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქრთველოს ჩემპიონატიდან ლა ლიგაში,ესეიგი შეიძლება რუსული კლუბების გარეშეც,ტოპ ლიგაში მოხვედრა
გიორგი
20:09 14-08-2021
1
ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მაგრად ითამაშებს.უმაგრესი მეკარე იქნება...უმაგრესი.
რობი
18:53 14-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული