ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - "რუბინმა" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე აქამდე უქულოდ მყოფ აუტსაიდერ "კრილია სოვეტოვს" დაუზავდა - 1:1.

"რაკუვთან" კონფერენს ლიგაზე წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია ყველას გასაკვირად სასტარტოში არ დააყენა, 56-ე წუთზე სეად ჰაკშაბანოვიჩის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. 59-ე წუთზე სტუმრები ივან სერგეევმა დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე ხვან ინ-ბომმა საპასუხო გოლი გაიტანა.

ხვიჩა უჩვეულოდ პასიური იყო, მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა - 88-ე წუთზე ორ მცველს გასცდა და ბურთი კარისაკენ ძალიან არაზუსტად დაარტყა.

"რუბინი" 10
ქულით მე-2 ადგილზეა და 22 აგვისტოს მოსკოვის ოლქში "ხიმკის" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ