"ხვიჩას დაუსრულებლივ ურტყამენ, დაიქანცა" - სლუცკიმ ახსნა, რატომ არ დააყენა კვარაცხელია სასტარტოში

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "კრილია სოვეტოვთან" ფრეს დასჯერდა (1:1). ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენციაზე ახსნა, რატომ არ დააყენა ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში.

"ძალიან განვიცდიდი ბიჭების მდგომარეობას, რადგან ორი დღის წინ მძიმე მოედანზე 120 წუთი ითამაშეს. როდესაც გოლი გავუშვით, შიში მქონდა, რომ ფეხბურთელები დანებდებოდნენ. ჩვენთვის წარუმატებლად მიმდინარე თამაშის შემოტრიალება და ანგარიშის გათანაბრება შევძელით. მიუხედავად მძიმე გათანგულობისა, მაინც ბოლომდე ვცდილობდით შეტევას და მინი-შანსების გამოყენებას.

რატომ არ დავაყენე ხვიჩა სასტარტოში? იმიტომ, რომ დღეს მოედანზე ძალიან გადაღლილი გავიდა და ჩანდა,
რომ დაქანცული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ასეთ რეჟიმში თამაში: ყოველ მესამე დღეს, ასეთ მძიმე გაზონზე, როდესაც მას დაუსრულებლივ ურტყამენ, მასზე უზარმაზარი ყურადღებაა მიპყრობილი - ის უბრალოდ ვერ გაუძლებდა დღეს სრულად თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაგბის გარდასახვებს რატო ურტყამდნენ ყველა რუბინიდან ეს ვერ გავიგე.მერე ხვიჩამ როგორც ყველაზე ტექნიკურმა ყველაზე დიდი მანძილით ააცილა.
პრინციპში შარშანდელი რუბინს თუ ხვიჩა-დესპოტი-მაკაროვი აკლია რა გასაკვირია ჩვეულებრივი ხიმკი გამოდის.
ჰაკშაბანოვიჩი და ბაკაევი ვერ ქაჩავენ და მარტო კორეელი ფაფხურობს თავისი წვრილი თვალებით რასაც ხედავს
Levani
16 აგვისტო 2021 18:02
3
არაა დამაჯერებელი, სასტავში უნდა ყავდეს, "რუბინს" საგრძნობლად შეელახა რუსულ პრესაში იმიჯი, რაც რათქმაუნდა ამ ბიჭხეც აისახა. არ გავს სატრანსფერო გარემოს.
sergo
16 აგვისტო 2021 13:48
11
დაიღალა არა ის კიდე.რუბინი მაგარი ყომარბაზი ტოტალიზატორის გუნდია
გიორგი
16 აგვისტო 2021 10:26
25
ტოტალიზატორის გუნდი ყველაა,შენ რა გგონია,ჩვენმა ფედერაციამ კრისტალბეთს არ მიყიდია მაკედონიასთან თამაში? აბა რისთვის სპონსორობს კრისტალი ელიგას,რის ხათრით?
ბაჩი
16 აგვისტო 2021 17:01
4
გაგახარებს ღმერთი ასე უნდა უფრთხილდებოდეს მწრვთნელი.გიოსაც ასე რომ მოქცეოდნენ დიდი ხნის წინ იქნებოდა ფორმაში.
მოსეხონელი
16 აგვისტო 2021 07:44
3
სამაგიეროდ ეხლა უფრთხილდებიან ჩაკვეს ნუ ხვჰჩას არცერთი თამაში არ გამომიტოვებია გუშინ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ფიზიკურად და ხასიათითაც არტასოდეს არ მინახია ხვიჩა რომელიმე ფეხბურთელს წაკამატებოდა გუშინ ეგეც იყო
გიორგი
16 აგვისტო 2021 13:03
0
უნდა გაუძლო ხვიჩა,უნდა გაძლიერდე,სხვა რა გზა გაქ ,გაარგძელე მოძრაობა .
დევკალიონი
16 აგვისტო 2021 02:18
0
რაც უფრო მეტად გვაცნობენ ამ კაცს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ კარგი მწვრთნელი მაინც ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი მწვრთნელი...
მ.ტ.
16 აგვისტო 2021 01:01
0
თმა შეიჭრას გალამაზდეს, ვიზუალსაც მიაქციოს ყურადღება.
David
16 აგვისტო 2021 00:54
16
და იბანაოს არა? :D
ბაჩი
16 აგვისტო 2021 17:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული