გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ახალი კლუბის ძებნასთან ახლოსაა

AutoSharing Option
კვიპროსული Shootandgoal-ის თანახმად, გიორგი პაპუნაშვილი "აპოლონის"  მთავარ მწვრთნელ ზორნიგერის გეგმებში აღარ შედის და ქართველ ნახევარმცველს შესაძლოა, კლუბის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე მოუხდეს.

გამოცემის მიხედვით, 25 წლის პაპუნაშვილის გასხვისება უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც "აპოლონმა" არნოლდ ძუმი შეიძინა. ასევე წერენ, რომ გიორგის ბევრი შანსი არც აქამდე მისცემია.

გიორგი პაპუნაშვილი ქართველ გულშემატკივრებს დიდი ხანია ახსოვთ - ის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩში სამი გოლის ავტორია. კვიპროსში გადაბარგებამდე ნახევარმცველი "სარაგოსას", "რასინგის", ბრემენის "ვერდერის" სათადარიგო
გუნდისა და თბილისის "დინამოს" წევრი იყო.

შეგახსენებთ, "აპოლონში"  20 წლის ფორვარდი რევაზ ინჯგიაც გამოდის. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს კონფერენს ლიგის შეხვედრაში, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ (1:3) იასპარეზა.

altპაპუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია...

altბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით


მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩამოსაყვანია, ნებისმიერ ქათულ კლუბს გააძლიერებს
ბაღდათსკი
17 აგვისტო 2021 11:44
2
ამის ფეხბურთელობა ჩემთვის მაშინ დასრულდა, დინამოს კაპიტნის სამკლაური ძირს რომ დაახეთქა ცვლილებაზე გაბრაზებულმა
ლადო
17 აგვისტო 2021 17:10
1
ამისთანა უმაქნისი ფეხბურთელი ვის რაში სჭირდება?
Gio
17 აგვისტო 2021 14:37
4
გიორგი მალე ისევ საუკეთესოდ ათამაშდება და კრიტიკოსებს გაგაჩუმებთ.
semi
17 აგვისტო 2021 17:50
4
ხომ ესეც ათამაშდება, ანანიძეც და კიდევ ბევრი ნაფტალინში დიდი ხნის ჩადებული ფეხბურთელი.
დათო
18 აგვისტო 2021 12:09
0

სიახლეები პოპულარული