გიორგი მამარდაშვილის მშვენიერი თამაშის მიმართ, რომელიც ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დააფასა და ქართველი მეკარის სეივი პირველი ტურის საუკეთესოდ დაასახელა, ესპანური გამოხმაურებები გრძელდება. ამჯერად El PAIS-ი წერს:
"20 წლის ქართველი მეკარე, რომელიც "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდა, გუნდის მოულოდნელ აღმოჩენად იქცა.
გიორგი, რომელიც თითქმის ორი მეტრი სიმაღლისაა, ისტორიაში, როგორც "ვალენსიას" გამარჯვების მთავარი არქიტექტორი შევიდა - მან ერთ ეპიზოდში საოცარი ბურთი მოიგერია.
თუკი ვალენსიური კლუბი თბილისის "დინამოსთვის" გამოსასყიდი თანხის გადახდას გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ კიპერს ძირითად გუნდში განიხილავს."
"ვალენსია"
მორიგ ტურში, 21 აგვისტოს, "გრანადას" ესტუმრება. შეგახსენებთ, ამ კლუბის წინააღმდეგ მამარდაშვილს "ლოკომოტივის" მაისურით უასპარეზია.
უდიდესი აღიარება - სანტიაგო კანისარესის აზრით, "ვალენსიას" ძირითადის მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს
მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში არაერთ გამოცემას შეჰყავს
მამარდაშვილი ესპანელებს კურტუასა და დონარუმას ახსენებთ