ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კანისარესი: მამარდაშვილის შესაძენად ჩემს ფულსაც გავიღებდი

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის შესახებ ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად Superdeporte-თან გააკეთა:

"სილესენის გამოჯანმრთელების მიუხედავად, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც "ვალენსიას" კარი მამარდაშვილმა არ უნდა დაიცვას. დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელი ბორდალასიც ასე ფიქრობს.

ქართველი მეკარე ახალგაზრდაა და რა თქმა უნდა, შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.

მამარდაშვილის ტრანსფერი კლუბის ბრწყინვალე მენეჯმენტის დამსახურებაა. ამ გარიგებისთვის საკუთარ თანხასაც კი გავიღებდი".

შეგახსენებთ, კანისარესი "ვალენსიას" კარს 10 წლის განმავლობაში იცავდა და სამჯერ მაშინდელი პრიმერა დივიზიონის საუკეთესო კარის დარაჯად დაასახელეს. მეკარეს ესპანეთის
ნაკრებში 46 მატჩი აქვს გამართული, "ვალენსიასა" და ექტორ რაულ კუპერთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში დამარცხდა.

"ვალენსია" 21 აგვისტოს "გრანადას" ესტუმრება და ძირითად შემადგენლობაში ისევ გიორგი მამარდაშვილს ველით.

altუდიდესი აღიარება - სანტიაგო კანისარესის აზრით, "ვალენსიას" ძირითადის მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს



ასევე დაგაინტერესებთ