ესპანური მედია მაკარიძის უთამაშებლობას განიხილავს

AutoSharing Option
დღეს, 20 აგვისტოს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მეორე ტურში "ალმერია" "რეალ ოვიედოს" უმასპინძლებს. ალმერიელთა კიპერი გიორგი მაკარიძე ბოლო პერიოდში აღარ გამოჩენილა.

Cadenaser-ი სტატიას, სათაურით "ფერნანდო - მაკარიძე 1:0" აქვეყნებს:

"კონკურენცია ნებისმიერ მწვრთნელს მოსწონს. გასულ სეზონში "ალმერიას" კარის დაცვას მაკარიძე იმსახურებდა, ახლა კი მთავარი მწვრთნელი მის კონკურენტს ენდობა.

სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურში ფერნანდო რუბიომ გოლი გაუშვა, მაგრამ "ალმერიამ" გაიმარჯვა ("კარტახენას" 3:1 სძლიეს). მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს."

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "ალმერია" ლა ლიგაში გადასვლასთან ახლოს იყო, გუნდის კარს კი 31
წლის მაკარიძე იცავდა. ქართველი კიპერის კონკურენტი, რომელიც მისივე ასაკისაა, გიორგისგან განსხვავებით, გუნდში მეოთხე სეზონს მართავს. საქართველოს ნაკრების მეკარემ გასულ სეზონში 32, ხოლო ფერნანდომ 12 მატჩი გამართა. მიმდინარე ზაფხულს ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში "ალმერიას" კარში მხოლოდ რუბიოს ვხედავდით.

altაბურჯანიამ მაკარიძე ლა ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]

altკუთხემდე გაჭიმული კატა - მაკარიძე სიმბოლურ ნაკრებშია!

altგიორგი მაკარიძე სეგუნდაში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს






მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეა რა ნაკრებზე წინ კლუბის არცერთი თამაში არ უნდა დააყენო, ლიგის ფინალი იყოს თუ გინდა, რადგან მაინც არავინ დაგიმადლის.
1
არადა ამ კლუბის გამო ნაკრებში არ ჩამოდიოდა მნიშვნელოვანი თამაშები აქვსო, ახლა ნაკრებში არც დაუძახებენ... სამწუხაროა
შოთა
20:12 20-08-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული