ბრიტანული გამოცემა პრობლემაზე საუბრობს, რის გამოც "ტოტენჰემი" ხვიჩას ვერ ყიდულობს

AutoSharing Option
ბრიტანული ჟურნალი HITC-ი "ტოტენჰემსა" და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე წერს.

"ტოტენჰემს" ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სურს, თუმცა მანამდე ჯერ რამდენიმე ფეხბურთელს უნდა შეელიოს.

Sky Sports-ის მტკიცებით, ჩრდილოლონდონელები ხვიჩასთან ერთად "ვულვზის" ესპანელი გარემარბით, ადამა ტრაორეთი ინტერესდებიან.

კვარაცხელიას შემთხვევასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერის გაჩარხვა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. პრობლემა იმაშია, რომ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, სპორტსმენების, როგორებიც არიან სერჟ ორიე, მუსა სისოკო, ტანგუ ნდომბელე და ბენ დევისი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თუ "სპურსის" ხელმძღვანელობა მათ გასხვისებას მოახერხებს, მაშინ
ისინი შეძლებენ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებას.

ქართველმა შემტევმა "რუბინის" შემადგენლობაში 57 შეხვედრა გამართა, საიდანაც თავი 8 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა, მისი თამაში კი ყურადღებას არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მსგავსი სტილით იპყრობს, ახალგაზრდას ფლანგიდან გარღვევები უყვარს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კვარაცხელია შეაქო და "წარმოუდგენელი" უწოდა.

"ტოტენჰემს" ახალგაზრდა გარემარბი ბრაიან გილი უკვე ჰყავს, თუმცა გუნდში ხვიჩას მოსვლა კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. გადავა თუ არა ხვიჩა "სპურსის" შემადგენლობაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია" - წერია სტატიაში.

მომზადებულია hitc-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ კვირაში Harry Kane-ს გაყიდის Tottenham-ი და მერე იყიდის ხვიჩას.
ქ. გ.
13:24 23-08-2021
1
ტოტენჰემი კარგია პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს და მეორე იქ ახლა ისეთი მწვრთნელი მოვიდა ვისთვისაც სახელები არაფერს ნიშნავს და ათამაშებს იმას ვინც თავს კარგად წარმოაჩენს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ინგლისური ფეხბურთის ერთ ერთი გრანდია ტოტენჰემი და ძალიან დიდი მოვლენა იქნება ამ დონის კლუბში ქართველის გადასვლა მარა მოდით იმედი მაქვს ეს ამბავი მაინც გამოდგება სიმართლე და გლადბახი აიქასი მილანი და დორტმუნდივით ჭორი არ იქნება ეს ტოტენჰემის ინტერესიც
გელა
15:30 23-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული