"ასეთია ფეხბურთი" - ლევან შენგელიამ დებიუტი შეაფასა

AutoSharing Option
ლევან შენგელიას ohleuven-ი ესაუბრა. "ლიოვენის" 25 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის თავისთვის სადებიუტო მატჩში "ეუპენს" გაუტანა. ქართველი ნახევარმცველი ამბობს:

"ჩვენთვის იღბლიანი დღე ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში 2 გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. არადა, ეს ანგარიში საწყის 45 წუთს ობიექტურად არ ასახავდა. ვერაფერს ვიღონებთ, ასეთია ფეხბურთი.

მეორე ნახევარში, ბუნებრივია, ვჩქარობდით, რაც არაორგანიზებულ თამაშში გადაიზარდა. მწვრთნელმა მთხოვა "8-იანის", ხან კი "10-იანის" პოზიციაზე მეთამაშა - ეს  მინდორზე ჩემი საყვარელი ადგილი არაა, თუმცა გუნდს ასე სჭირდებოდა.

ლამაზი გოლი გამომივიდა, რომელმაც, სამწუხაროდ ქულაც ვერ მოგვიტანა, მაგრამ
ის გუნდში ადაპტირების თვალსაზრისით დამეხმარება.

რაც შეეხება ბელგიას, აქ თურქეთის ჩემპიონატზე ბევრად შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ."

შეგახსენებთ, შენგელიას გოლის მიუხედავად, მისი გუნდი დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა, ხუთი ტურის შემდეგ კი მხოლოდ 3 ქულა და 4 გატანილი გოლი აქვთ.

ლევან შენგელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული, ვილი სანიოლმა უახლოესი შეხვედრების სიაში არ შეიყვანა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ნახევარმცველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკლუბოდ იყო.

altლევან შენგელია ბელგიაში გოლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე არც კაკაბაძეა ნათამაშები და არც მიქაუტაძე, მაგარამ გამოიძახა! გასაგებიცაა უჭირს კაცს მაგ პოზიციებზე და სამი თამაშია სათამაშებელი! შენგელიას რაც შეეხება ჯერ დაფიქრდეს, რატომ მიიღო ესპანეთთან წითელი ბარათი! მაგეთებს სანიოლი არ პატიობს! მეორეც ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და ირჩევს ადამიანი საუკეთესოდან საუკეთესოს! შენგელიამ ფსიქოლოგიაში უნდა მოუმატოს და მარჯვენა ფლანგზე ბადალი არ ეყოლება!
მწვრთნელი
18:02 24-08-2021
0
შენგელიას ვაისმაც მისცა შანსი და ვერ ივარგა,გიბრალტართან გასვლაზე კომპასი ჰქონდა არეული და ბურთს ვერ აჩერებდა.მერე მაკედონიასთან პირველ თამაშში მეკარეს პირდაპირ შუაში რო დაურტყა ის გასატანი იყო.სანიოლმაც მისცა შანსი და ვერაფერი გააკეთა.ანუ ვიცით რო შეუძლია თამაში,მაგრამ ვერ თამაშობს
Levani
23:07 24-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული