"ტოტენჰემი" ტრაორეს ვეღარ იმატებს - ეს კვარაცხელიასთვის შანსია?

AutoSharing Option
ავტორიტეტული The Times-ი წერს, რომ "ტოტენჰემი" "ვულვზს" ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.

ლონდონელები "მგლებს" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, რითაც ისინი ფეხბურთელს ერთი სეზონით ინათხოვრებენ, "ვულვზი" კი ამის წინააღმდეგია.

საქმე იმაშია, რომ ტრაორეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ამიტომ, "მგლების" ბოსებს სურთ, რომ "ტოტენჰემმა" ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, გარიგების საფასურმა კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

მსგავი სცენარით მოვლენების განვითარება კი "დეზებს" არ აწყობთ და ფეხბურთელის მხოლოდ 1 წლით დამატებაზე ფიქრობენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

ჩვენთვის ეს ფაქტი კი საინტერესო იმითაა,
რომ "ტოტენჰემში" გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაცაა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი ტრაორეც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარია ქარტული ფეხბურტი
beso
25 აგვისტო 2021 16:59
0
ჯუღელმა დიდი როლი ითამაშა ხვიჩას გადასვლაში საქართველოდან ჯერ სპარტაკში და განსაკუთრებით შემდეგ რუბინში, რამაც ხელი დიდად შეუწყო ხვიჩას გახსნა-ათამაშებას, ანუ ხვიჩას დღევანდელ ჯერ კიდევ წარმატებულ კარიერაში მისი ამაგი უდავოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს ის აფერხებს ხვიჩას წინსვლას! რადგან გრანდების და დიდი კუშის ძებნაში ბიჭი ძაან მარტივად შეიძლება დარჩეს იქ სადაც არის და გაიმეოროს ასათიანის-ჯანაშიას-ანანიძის-კვიკველიას და კიდევ არაერთის ბედი და ამაში დამნაშავე იქნება სწორედ ჯუღელი!!! სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ხვიჩა თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში, სადაც ითამაშებს და გამოჩნდება. თუ ჯუღელმა ეს ვერ მოახერხა უნდა გაწყვიტოს მასთან როგორც აგენტთან კონტრაქტი და ეს ჯუღელს უნდა აუხსნას ახლავე. რომ თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოაგვარებს ტრანსფერს მერე არ ეწყინოს! რა თქმა უნდა ხვიჩას დაემუქრებიან და სკამზეც დასვავევნ, მაგრამ უნდა აიტანოს თორე დამთავრდება ყველაფერი ისე როგორც იმ ,,კინოში" რომელიც უკვე ბევრჯერ ვნახეთ
Bs
25 აგვისტო 2021 10:10
0
კარენოი ესპანელია ეტკობა
tete
25 აგვისტო 2021 09:55
0
აბა ცადეთ და ერთი დღე არაფერი დაწეროთ კვარაცხელიაზე :)
QT
24 აგვისტო 2021 23:21
0
ეს ისეთივე ესპანელია როგორც დათუნაშვილი სერბი...
ჭიდაობის ფანი
24 აგვისტო 2021 22:28
0
Erti kvira darcha kidev zalad atexili ajiotajis damtavrebamde. 1 seqtembris mere cavikitxavt rom erti clit gadaifiqra fexburtelma da misma agentma iqs da igrek mizezis gamo
Milani
24 აგვისტო 2021 22:18
0
არ დაიღალეთ ერთი და იგივე სტატიის სხვა დასხვა სახელებით გამოქვეყნებას აცალეთ ადამიანს კარიერა გადასვლა წარმატება. ერთიდა იგივე ერთიდა იგივე...............
jorj
24 აგვისტო 2021 21:02
0
ჯერ ერთი ტრაორე მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და კვარაცხელიას ტრანსფერთან რა შუაშია ? მერე მეორე რომელმა სანდო გამოცემამ დაწერა ან ტოტენჰემის გვერდმა რომ კვარაცხელიას ყიდვა უნდათ ? აქამდე კალაძემ მოაგვარა მილანში ტრანსფერიო და ახლა ტოტენჰემში ქინქლაძეს პატივისცემით ეხმარებიან ინგლისელი მეგობრები )))) ან რა ტოტენჰემი 60 თამაშში რუსეთის ჩემპიონატში 10 გოლი არ აქვს გატანილი კვარაცხელიას
TOM
24 აგვისტო 2021 20:07
0
ეს ადამა ტრაორე კაი მუტრუკია მაგრამ თამაშის მხრივ დიდი ვერაფერი... იმედია კვარას აიყანენ სტილით უფრო გამოდგებათ
niko
24 აგვისტო 2021 19:49
0
მაგარი ყ.ე ვარ მე?
gigi
24 აგვისტო 2021 19:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული