ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სანაკრებო პაუზის შემდეგ ბორდალასი ახლიდან გადაწყვეტს" - მამარდაშვილის შანსებზე ისევ მსჯელობენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილისა და იესპერ სილესენის კონკურენციის თემა აქტუალობას არ კარგავს. "ვალენსიას" კიპერებზე superdeporte-ი ისევ წერს და ახლა უკვე რივეროსზეც საუბრობს:

"მამარდაშვილი "გრანადას" წინააღმდეგ ისეთივე ეფექტური არ იყო, როგორც პირველ ტურში, თუმცა მისი შეცდომა უხეში არ ყოფილა. ახლა მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უსამართლობა იქნება. ქართველი კიპერი თამაშს იმსახურებს და შესარჩევი ეტაპის წინ ამით ერთგვარ ციკლს დახურავს.

Sportall.Ge

სანაკრებო პაუზის შემდეგ დადგება დრო, როცა ბორდალასს თავისი გადაწყვეტილების მიღება ახლიდან მოუწევს.

ამავდროულად, უსამართლობაა ის, რაც კრისტიან რივეროს ირგვლივ ხდება. მას ორი თვის წინ საინტერესო
შეთავაზებები ჰქონდა, რათა კლუბი იჯარით დაეტოვებინა, მაგრამ მაშინ ის ძირითადი მეკარეობის იმედით გუნდში დარჩა."

"ვალენსია" 28 აგვისტოს, ლა ლიგის მესამე ტურში, "ალავესს" უმასპინძლებს. ამის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

altსილესენის მაღალი ხელფასი მამარდაშვილის უთამაშებლობას არ ნიშნავს - ესპანური მედია

altმამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]



ასევე დაგაინტერესებთ