"ანანიძე ვარჯიშობს და მალე საერთო ჯგუფს შეუერთდება" - ამბობს ჯიქია

AutoSharing Option
29 აპრილს თბილისის "დინამომ" თავისუფალ აგენტად მყოფ 28 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. მისი მდგომარეობის შესახებ "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ ისაუბრა.

"როგორ აქვს ჯანოს საქმეები? გუშინ ორი საათი ვესაუბრე, კავშირზე თითქმის ყოველდღე ვართ. ის ახლა საქართველოშია, სახლში. მუხლის ტრავმის ძველმა პრობლემამ თავი შეახსენა და აღდგენის პროცესშია.

ახლა ჯანო თავს უკეთ გრძნობს, უკვე ვარჯიში დაიწყო. იმედი მაქვს, სანაკრებო მატჩების შემდეგ საერთო ჯგუფს შეუერთდება", - ციტირებს ჯიქიას მოსკოვური კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ თბილისშია ანანიძე, მისგან ვერ მიიღებთ ინფორმაციას? მაგრამ ჯიქიაზე ხომ უნდა წეროს ვინმემ? არ გრცხვენიათ მაინც?
: )))))))
09:16 26-08-2021
4
ჩვენი ფეხბურთელები ეროვნულ ვაი ჩემპიონატში თამაშს კიდევ მეტ-ნაკლებათ უძლებენ და როგორც კი სადმე გადავლენ სადაც დატვირთვები ოდნავ მეტია, უმეტესობა ფაიფურის ხდება და ძირითადად ტრამვინაობს, რამდენი ესეთი მაგალითია სამწუხაროდ... პრობლემა რაშია, ალბათ ბავშვთა ფეხბურთში და არასწორ დატვირთვებში, ვარჯიშებში და კვებაში!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული