"ანანიძე ვარჯიშობს და მალე საერთო ჯგუფს შეუერთდება" - ამბობს ჯიქია

AutoSharing Option
29 აპრილს თბილისის "დინამომ" თავისუფალ აგენტად მყოფ 28 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. მისი მდგომარეობის შესახებ "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ ისაუბრა.

"როგორ აქვს ჯანოს საქმეები? გუშინ ორი საათი ვესაუბრე, კავშირზე თითქმის ყოველდღე ვართ. ის ახლა საქართველოშია, სახლში. მუხლის ტრავმის ძველმა პრობლემამ თავი შეახსენა და აღდგენის პროცესშია.

ახლა ჯანო თავს უკეთ გრძნობს, უკვე ვარჯიში დაიწყო. იმედი მაქვს, სანაკრებო მატჩების შემდეგ საერთო ჯგუფს შეუერთდება", - ციტირებს ჯიქიას მოსკოვური კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენი ფეხბურთელები ეროვნულ ვაი ჩემპიონატში თამაშს კიდევ მეტ-ნაკლებათ უძლებენ და როგორც კი სადმე გადავლენ სადაც დატვირთვები ოდნავ მეტია, უმეტესობა ფაიფურის ხდება და ძირითადად ტრამვინაობს, რამდენი ესეთი მაგალითია სამწუხაროდ... პრობლემა რაშია, ალბათ ბავშვთა ფეხბურთში და არასწორ დატვირთვებში, ვარჯიშებში და კვებაში!!!
!!!
26 აგვისტო 2021 09:43
1
"დორტმუნდის" ფიზ.მომზადების სპეციალისტია საჭირო, ეგრევე მოხოდავს ჯიგრებს.
კოკა
26 აგვისტო 2021 21:18
0
კი ნამდვილად და ბავშვებს უვარგის ხელოვნურ ბალახზე ავარჯიშებენ რომელიც კატეგორიულად. არ შეიძლება ….
ირაკლი
26 აგვისტო 2021 18:03
0
თუ თბილისშია ანანიძე, მისგან ვერ მიიღებთ ინფორმაციას? მაგრამ ჯიქიაზე ხომ უნდა წეროს ვინმემ? არ გრცხვენიათ მაინც?
: )))))))
26 აგვისტო 2021 09:16
4
თაზო,აქ ჯიქია არაფერ შუაშია.მთავარი ის არის,რომ ქართველი ჟურნალისტები,საქართველოში მყოფ ქართველ კაცზე,რუსეთში მყოფ ჯიქიასაგან იღებენ ინფორმაციას და თვითონ არ იწუხებენ თავს,ჯანოს დაუკავშირდნენ.როგორ დავიჯერო,რომ ჯანო მათთან საუბარზე უარს აცხადებს?რა,რა და ეს ბიჭი არასოდეს ყოფილა უზრდელი,ან უხეში
სოსო
26 აგვისტო 2021 16:08
0
ფა ჯოქიას რას ერჩით ამბიჭმა თქვა რატომ თამაშობს რუსეთის ნაკრებში მაგრამ ჩვენთან ყველაფერი რუსული სძულთ თითქოს სხვა მტერი არ ჰყავდეს საქართველოს აი ამერიკის ნაკრებში რომ ყოფილიყო ხმას ვერავინ ამოიღებდით
თაზო
26 აგვისტო 2021 11:43
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული