"ტრაბზონსპორმა" აზაროვის სანაცვლოდ თანხა დაასახელა

AutoSharing Option
sabah.com.tr წერს, რომ "ტრაბზონსპორმა" ბათუმის "დინამოს" ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა.

თურქული კლუბი მზადაა, 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 450 000 ევრო გადაიხადოს და ამასთანავე, მისი შემდეგი ტრანსფერიდან ქართული გუნდის წილი დამატებით ტრანსფერის 30% იქნება.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმელებმა თანხა იცოტავეს და მათ 1 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აზაროვის სახელს "კრასნოდარს", "ბრიუგესა" და ზაგრების "დინამოსაც" უკავშირებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ar gayidot mag fasshi ra gchirt imitomaa rom karg fexburtelebs kapikebshi yidit da tqven erti fexburteli ver chamogiyvaniat mere normaluri.
Ucxo
11:07 27-08-2021
0
ადრეა მისთვის ტრანსფერზე ფიქრი, დაიხვეწება ბათუმში და ორ წელიწადში ევროპაში გადავა. დაივიწყეთ თურქეთი.
მერაბი
10:30 27-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული