ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორი" გააბითურა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "სივასპორი" 5:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 7:1 სძლია და ახალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ხოჭოლავამ შეუცვლელად და კვლავ უშეცდომოდ ითამაშა, მისმა გუნდმა კი ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

დანიურმა tipsbladet-მა დავითის თამაში ასე შეაფასა: "კოპენჰაგენმა" მისი სახით კარგი ფეხბურთელი აიყვანა. ძლიერია ორთაბრძოლებში, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, წინდახედულია და ამ ყველაფერს შეგიძლიათ ქარიზმაც დაუმატოთ".

შეგახსენებთ, "სივასპორმა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გავახილოთ რა ჩემო ერო თვალები.. ტაშით რომ გადაგვტყავდა ხელები ბრძოლაში გავარდა დინამო ბათუმიო.. აგერ უყურებთ 7:1 ამოტენეს ფლეიოფში... საერთოდ არაა რთული დღეს კონფერენს ლიგაზე ჯგუფში თამაში!!!! დანროგორ ჰაერივით სჭირდებაბქართულ კლუბებს ეს!!! გაძლიერდით ნამდვილად და გადით ჯგუფში
ქართველი
27 აგვისტო 2021 11:45
0
14:2 ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ
Roma
27 აგვისტო 2021 07:03
1
სადაც სივასპორს ასე მოუგეს წარმოდგენა არ მინდა დინამო ბათუმი როგორ წააგებდა კოპენჰაგენთან.
MICHAEL
27 აგვისტო 2021 01:25
17
შენნაირი აზროვნება უნდა აიკრძალოს!
ჯექსონი
27 აგვისტო 2021 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული