ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორი" გააბითურა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "სივასპორი" 5:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 7:1 სძლია და ახალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ხოჭოლავამ შეუცვლელად და კვლავ უშეცდომოდ ითამაშა, მისმა გუნდმა კი ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

დანიურმა tipsbladet-მა დავითის თამაში ასე შეაფასა: "კოპენჰაგენმა" მისი სახით კარგი ფეხბურთელი აიყვანა. ძლიერია ორთაბრძოლებში, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, წინდახედულია და ამ ყველაფერს შეგიძლიათ ქარიზმაც დაუმატოთ".

შეგახსენებთ, "სივასპორმა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ