ევროპა ლიგის წილისყრაზე, როგორც ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროში", ასევე ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხე კალათში იქნებიან. მათი მეტოქეები თბილისის დროით 14:00 საათზე გაირკვევა. ღონისძიებას ფინალის ელჩი ადრეს პალოპი და სპეციალური სტუმარი მარკოს სენა გაუძღვებიან. ევროპა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპი 16 სექტემბრიდან 9 დეკემბრამდე გაიმართება.
კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების 4 გუნდი
ევროპის რანგით მესამე ტურნირის წილისყრაზე, რომელიც დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე შედგება, პირველ კალათში დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" იქნებიან. ნიკა ნინუას "პაოკი" მეორე კალათშია, მესამე კალათში ბრატისლავის "სლოვანია" - ვლადიმირ ვაისის გუნდში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან; თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი" კი მეოთხე კალათში იქნება.
ასე რომ, ჯგუფურ ეტაპზე ქართველების დაპირისპირება გამორიცხული არაა. გათამაშების ყველაზე ძლიერ მონაწილეებად იტალიური "რომა" და ინგლისის "ტოტენჰემი" მიიჩნევიან.
გუნდების განაწილება ბოლო 5 წლის განმავლობაში მოპოვებული ქულების და ქვეყნების რეიტინგის მიხედვით დგება. წილისყრაში მონაწილეობას ფინალური ელჩი ლორიკ კანა და სპეციალური ელჩი ნოჰათ კაჰვეჩი მიიღებენ.
კონფერენს ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფების გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორე ადგილიანები კი ევროპა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდებებთან 1/8 ისათვის იბრძოლებენ.
კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ფინალი, 2022 წლის 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.
სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე
კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - ქართველების გუნდები ჯგუფურ ეტაპებზე გავიდნენ