ქართველების კლუბები ერთმანეთის პირისპირ - საოცარი წილისყრა კონფერენს ლიგაზე

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების კლუბების მეტოქეების ვინაობა გაირკვა და ძალიან საინტერესო ჯგუფები მივიღეთ - ქართველი მოთამაშეები და მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ერთმანეთის პირისპირ იქნებიან.

F ჯგუფში დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენის" მეტოქე ნიკა ნინუას "პაოკთან" ერთად, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი " იქნება, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის. მეოთხე წევრი გიბრალტარის "ლინკოლნია."

გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" B ჯგუფში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" დაუპირისპირდება. მათი კიდევ ორი მეტოქე ესტონეთის  "ფლორა" და სერბული "პარტიზანი" არიან.

ჯგუფის გამარჯვებულები პლეი-ოფში გადიან, მეორეადგილოსნები
კი ევროპა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულებთან 1/8-ის საგზურისთვის იბრძოლებენ.

altქართველების კლუბები უძლიერეს მეტოქეებთან - ევროპა ლიგის წილისყრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
რას დაამსგავსა ევროთასები უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა. კალათბურთის ევროთასებს მაგონებს უკვე, რომ ვერ გაიგებ, ვინ სად და რატომ თამაშობს.
დათა თუთაშხია
23:18 27-08-2021
3
შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს მოცემულობა სამწუხაროდ იდეალურად ასახავს ქართული ფეხბურთის დღევანდელ დონეს... თუმცა რა თქმა უნდა დარუნებული ვარ რომ უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ ბიჭებს თამაში... ყველაფერი 2-3 წელში უნდა დალაგდეს, ვიმედოვნებ ასეც იქნება!
ილიავარ...
16:40 27-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული