SPORTALL.GE "კვარას" აგენტ მამუკა ჯუღელს დაუკავშირდა.
"ტოტემჰემი" და "ნაპოლი"
"როგორც "ტოტემჰემის", ასევე "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. თუმცა საკითხები ბოლომდე შეთანხმებული არაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"რუბინი" ხვიჩას ტრანსფერს ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს, მაგრამ მას Transfeemarkt-ზე აქვს თავისი ფასი, ეს მისმა მსურველმა კლუბებმა იციან და ვისაც კვ
მოლაპარაკებებში უამრავი დეტალია, რომელთა აფიშირების უფლება მხოლოდ კლუბებს აქვთ. იმას გეტყვით, რომ თავდაპირველად საუბარი 20 მილიონ ევროზე იყო, თუმცა შემდეგ ამ თანხამ დაიკლო."
ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება
"კვარაცხელიას "კრილიასთან" მატჩში კუნთში ჩაარტყეს და ამის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ახლა მას სამკურნალო პროგრამა აქვს, რომელიც ჯერ ვერ დასრულდება. შესაბამისად, კვარაცხელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუკი კლუბს არ შეიცვლის, 12 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაშს შეძლებს."
რაც უნდათ წერონ...
"უკვე შევეჩვიე იმას, რომ ჩემ მიმართ აგრესია აქვთ, ადამიანები უბრალოდ სხედან და წერენ იმას, რის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ. ჩვენზე მეტად არავის სურს, ხვიჩამ ტოპ-კლუბში ითამაშოს და ეს ასეც მოხდება, ამისთვის ყველაფერი კეთდება. "ტოტენჰემი" თუ "ნაპოლი" მაინც ტრამპლინია. კვარაცხელიამ ისეთ გრანდში უნდა ითამაშოს, როგორიც "რეალია".