16 სექტემბერს, ევროპა ლიგის ურთულეს ჯგუფში მოხვედრილი ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "მონაკოს" ესტუმრება, პსვ კი "სოსიედადს" მიიღებს.
რაც შეეხება ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროშს", უნგრელები "ლევერკუზენს" ესტუმრებიან. G ჯგუფის მეორე მატჩი "ბეტისი" - "სელტიკია."
16 სექტემბერს კონფერენს ლიგაც იწყება - F ჯგუფში ბრატისლავის "სლოვანი" "კოპენჰაგენს" უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, სლოვაკეთის ჩემპიონს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კი
ამავე ჯგუფში ნიკა ნინუას "პაოკი" "ლინკოლნს" ესტუმრება.
რაც შეეხება B ჯგუფს - თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი" სერბულ "პარტიზანს" მიიღებს, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" კი "ფლორასთან" გასვლით მატჩს გამართავს.
ხსენებული ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდება. ევროპა ლიგიდან პლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადის, მესამეადგილოსნები კი კონფერენს ლიგაზე გადაერთვებიან, სადაც ამ ლიგის მეორეადგილოსნებთან ევროპის რანგით მესამე ტურნირის მერვედფინალისტებს გაარკვევევენ. კონფერენს ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები ამ ეტაპზე ავტომატურად ითამაშებენ.
ქართველების კლუბები ერთმანეთის პირისპირ - საოცარი წილისყრა კონფერენს ლიგაზე
ქართველების კლუბები უძლიერეს მეტოქეებთან - ევროპა ლიგის წილისყრა