ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოფიციალურად: "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს

AutoSharing Option
ნიკა ნინუამ სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "პაოკი" დატოვა და თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. შეგახსენებთ, ამ გუნდში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

ხსენებულ გარიგებაზე საუბარი ზამთარშიც იყო, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა. 22 წლის ნახევარმცველს ბერძნულ კლუბში შანსი საერთოდ არ ეძლეოდა. ნინუამ "პაოკის" მაისურით ბოლოს 14 ივლისს, პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

"პაოკიც" და "ანორთოსისიც" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ნიკა ბერძნული კლუბის რიგებში ერთი გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია. მანამდე ის თბილისის "დინამოში" გამორჩეული იყო - 4
სეზონის განმავლობაში 13 გოლი გაიტანა.

altარც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

altქართველები პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან - ევროტურნირების კალენდარი ცნობილია



ასევე დაგაინტერესებთ